bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 13
2 Kings 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 14 →
1
იუდას მეფის, იოაშ ახაზიას ძის ოცდამესამე წელს გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა 17 წელი.
2
ბოროტებას ჩადიოდა უფლის თვალში და მიჰყვებოდა იერობოყამ ნებატის ძის ცოდვების კვალს, რომელმაც აცდუნა ისრაელი, და არ განრიდებია მათ.
3
და აღეგზნა უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ და ჩაყარა ისინი არამის მეფის, ხაზაელისა და ხაზაელის ძის, ბენ-ჰადადის ხელში დიდი ხნით.
4
და შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანთა გასაჭირი, თუ როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე.
5
და მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი, და დააღწიეს თავი არამის ბატონობას, და იწყეს ცხოვრება ისრაელიანთ თავ-თავის კარვებში, როგორც წინათ ცხოვრობდნენ.
6
ოღონდ არ განრიდებიან იერობოყამის სახლის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ისრაელი; მისდევდნენ მათ და აშერაც კვლავინდებურად იდგა სამარიაში.
7
50 ცხენოსანი, 10 საომარი ეტლი და 10 ათასი ქვეითიღა შერჩა იეჰოახაზს, რადგან გაანადგურა მათი საომარი ძალები არამის მეფემ და მიწის მტვერივით გადათელა.
8
იეჰოახაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, და მისი გმირობანი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
9
და განისვენა იეჰოახაზმა თავის მამებთან, და დამარხეს იგი სამარიაში. და მის ნაცვლად მისი ძე, იოაში, გამეფდა.
10
იუდას მეფე იოაშის ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იეჰოაშ იეჰოახაზის ძე ისრაელზე სამარიაში და 16 წელი იმეფა.
11
ბოროტებას იქმოდა უფლის თვალში; არ მიუტოვებია ცოდვები იერობოყამ ნებატის ძისა, რომელმაც აცდუნა ისრაელი, არამედ მისდევდა იმ ცოდვებს.
12
იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
13
და განისვენა იოაშმა თავის მამებთან, და დაჯდა მის ტახტზე იერობოყამი. და იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით.
14
და დასნეულდა ელისე და მოკვდა კიდეც იმ სენით. და ჩავიდა მასთან იოაში, ისრაელის მეფე, თავზე დასტიროდა და ეუბნებოდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ!“
15
და უთხრა ელისემ: „აიღე მშვილდ-ისარი!“ მანაც აიღო მშვილდ-ისარი.
16
და უთხრა ისრაელის მეფეს: „დაადე ხელი მშვილდს!“ მანაც დაადო ხელი. და ელისემ მეფის ხელზე დააწყო ხელები.
17
და თქვა: „გააღე აღმოსავლეთის სარკმელი!“ და გააღო. და თქვა ელისემ: „სტყორცნე!“ და სტყორცნა. და თქვა: ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ.
18
თქვა: „აიღე ისრები!“ და აიღო. და უთხრა ისრაელის მეფეს: „დაჰკარი მიწას!“ სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა.
19
გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: „ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა, საბოლოოდ სძლევდი არამს. ახლა სამგზის სძლევ არამს.“
20
და მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. და მოაბის ურდოები დაეცნენ ქვეყანას მომდევნო წლის დამდეგს.
21
ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ, და აჰა, როცა დაინახეს მარბეველნი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში; და როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა.
22
ხაზაელი, არამის მეფე, აჭირვებდა ისრაელიანთ იეჰოახაზის მეფობის მთელს ხანში.
23
და შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა, და მოხედა მათ აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო, და არ ინება მათი მოსპობა. და თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესაქამომდე.
24
და მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე, და მის ნაცვლად მისი ძე ბენ-ჰადადი გამეფდა.
25
და უკანვე დაიბრუნა იეჰოაშ იეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძისგან ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამის, იეჰოახაზისთვის. სამგზის სძლია მას იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25