bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 20
2 Kings 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 21 →
1
იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია, და მივიდა მასთან ესაია, ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები და ვერ განიკურნებიო.“
2
ხიზკიამ კედლისკენ მიაბრუნა პირი და ევედრებოდა უფალს და ამბობდა:
3
„უფალო! გაიხსენე, წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში!“ – და მწარედ ატირდა ხიზკია.
4
შუა ეზოს არ გასცილებოდა ესაია, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა:
5
„გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს, ასე ამბობს-თქო დავითის, მამაშენის ღმერთი: ‘შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი. აჰა, განგკურნავ; ზეგ უფლის სახლში წახვალ;
6
და კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, და დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის.’“
7
და თქვა ესაიამ: „მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი.“ და მოიტანეს და წყლულზე დაადეს, და განიკურნა.
8
და უთხრა ხიზკიამ ესაიას: „რა იქნება იმის ნიშნად, რომ განმკურნავს უფალი, და რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?“
9
და თქვა ესაიამ: „ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?“
10
და თქვა ხიზკიამ: „ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა. არა, უკან დაბრუნდეს ათი საფეხურით.“
11
და შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა, და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, სადაც ჩამოდიოდა იგი ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით.
12
ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ ხიზკიას წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკია.
13
და მოუსმინა ხიზკიამ მათ და დაათვალიერებინა მთელი თავისი სალარო, ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთები, არსენალი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა მთელ მის სახლსა და სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა მათთვის ხიზკიას.
14
და მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და უთხრა: „რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“ და თქვა ხიზკიამ: „შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.“
15
და თქვა: „რა ნახეს შენს სახლში?“ და თქვა ხიზკიამ: „ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.“
16
და უთხრა ესაიამ ხიზკიას: „ისმინე უფლის სიტყვა:
17
აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამებს დღემდე მოუანაგრებიათ, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩებაო, – ამბობს უფალი. –
18
და ზოგიერთს შენს ძეთაგან, რომლებიც შენგან გამოვლენ, წაიყვანენ და საჭურისებად დააყენებენ ბაბილონის მეფის კარზე.“
19
და უთხრა ხიზკიამ ესაიას: „უფლის სიტყვა, რაც შენ წარმოსთქვი, კარგია.“ და თქვა: „მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ჩემი სიცოცხლის მანძილზე.“
20
ხიზკიას დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, აგრეთვე ტბორი და წყალსადენი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21
და განისვენა ხიზკიამ თავის მამებთან. და მის ნაცვლად გამეფდა მისი ძე – მანაშე.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25