bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 6
2 Kings 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 7 →
1
და უთხრეს წინასწარმეტყველთა ძეებმა ელისეს: „აჰა, გვევიწროვება ეს ადგილი, სადაც შენს წინაშე ვცხოვრობთ.
2
იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ და იქ ავიშენებთ სადგომს საცხოვრებლად.“ და უთხრა მან: ჩადითო.
3
და უთხრა ერთმა: „იქნებ მოიღო წყალობა და შენც წამოგვყვე შენს მსახურთ.“ წამოგყვებითო, – უპასუხა მან.
4
და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხეების ჭრას.
5
ერთ მათგანს, მორს რომ ჭრიდა, ცულის ტარი წაუძვრა და ცული წყალში ჩაუვარდა, და იყვირა: ვაი, ბატონო! ნათხოვარი მქონდაო!
6
და უთხრა ღვთისკაცმა: „სად ჩაგივარდა?“ და უჩვენა ადგილი. ღვთისკაცმა ნაფოტი აიღო და ისროლა იქითკენ, და ამოტივტივდა ცული.
7
და თქვა: ამოიღეო. გაიწოდა მან ხელი და აიღო.
8
ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მსახურებთან: ამა და ამ ადგილას დავბანაკდებიო.
9
და შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს: მოერიდე ამ ადგილას გავლას, არამელები არიანო შემოპარული.
10
და გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა; და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ.
11
და შეაშფოთა არამის მეფის გული ამ ამბავმა, უხმო თავის მსახურთ და უთხრა: „არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?“
12
და თქვა მსახურთაგან ერთმა: „არავინ, მეფე-ბატონო! ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ.“
13
და თქვა: „წადით და გაიგეთ, სად არის ის. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ.“ და შეატყობინეს: დოთანში არისო.
14
და გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. და მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
15
ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური და გამოვიდა გარეთ; და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა მისმა მსახურმა ბიჭმა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?“
16
და თქვა: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.“
17
და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.“ და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
18
და როცა მისკენ დაეშვნენ არამელები, ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: „დააბრმავე ეს ხალხი!“ და დააბრმავა უფალმა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
19
და უთხრა მათ ელისემ: „აქ არ არის ის გზა და არც ის ქალაქი. გამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ.“ და წაუძღვა სამარიამდე.
20
და როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: „უფალო! აუხილე თვალი ამათ, რომ დაინახონ.“ აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.
21
უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: „დავხოცო, ჩემო მამავ?“
22
და უთხრა: „არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.“
23
და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. და ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.
24
ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას.
25
და დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და სანამ ალყაში იყო, ვირის თავი 80 ვერცხლი ღირდა, ხოლო კაბიწის მეოთხედი მტრედის სკინტლი – ხუთი ვერცხლი.
26
და გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰღაღადა ერთმა ქალმა: „მიშველეო, მეფე-ბატონო!“
27
და უთხრა: „თუ უფალმა არ გიშველა, მე რით გიშველო? კალოთი თუ საწნახლით?“
28
უთხრა მას მეფემ: „რა დაგემართა?“ უთხრა: ამ ქალმა მითხრა: მომეციო შენი შვილი, დღეს ის შევჭამოთ, ხვალ – ჩემიო.
29
და მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. და ვუთხარი მეორე დღეს: მომეცი, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი.
30
და როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, სამოსელი დაიპო და გალავანზე გავიდა. და დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცებზე.
31
და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ საღამომდე თავი შერჩეს მხრებზე ელისე შაფატის ძეს!“
32
ელისე კი იჯდა თავის სახლში და უხუცესები უსხდნენ გვერდით. და გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი, და ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: „ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!“
33
და ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც, და თქვა ელისემ: „აჰა, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან?“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25