bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 17
2 Kings 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 18 →
1
იუდას მეფის, ახაზის მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყი, ელას ძე, ისრაელზე სამარიაში და ათი წელი იმეფა.
2
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც მისი წინამორბედი მეფეები ისრაელისა, მასზე უწინ რომ იყვნენ.
3
მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და უხდიდა ხარკს.
4
და შეამჩნია აშურის მეფემ ჰოშეაყში ღალატი, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი ეგვიპტის მეფე სოს, და ხარკს აღარ უხდიდა აშურის მეფეს ყოველწლიურად. და დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა.
5
და წამოვიდა აშურის მეფე მთელ ქვეყანაზე, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.
6
ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, და გადაასახლა ისრაელიანები აშურში, და დაასახლა ისინი ხალახსა და ხაბორში, მდინარე გოზანთან, და მიდიის ქალაქებში.
7
და როცა შესცოდეს ისრაელიანთ უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და ეგვიპტელთა მეფის, ფარაონის ხელიდან, და თაყვანისცემა დაუწყეს უცხო ღმერთებს,
8
და აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელთაგან, და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ,
9
და იწყეს უჯერო საქმეები ისრაელიანთ უფლის, თავიანთი ღმერთის მიმართ, და ააგეს გორაკები ყველა ქალაქში, საყარაულო გოდლიდან მოყოლებული გამაგრებულ ქალაქამდე,
10
და დაიდგეს ქანდაკებები და აშერების ძეგლები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი დაბურული ხის ქვეშ,
11
და საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე, იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ბოროტებას იქმოდნენ უფლის გასარისხებლად,
12
და ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს: „ნუ გააკეთებთო ამას!“ –
13
აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით და ეუბნებოდა: „მოიქეცით თქვენი ბოროტი გზიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამებს და რომელიც თქვენც გადმოგეცით ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით.“
14
არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი;
15
და შეიძულეს მისი წესები და მისი აღთქმა, რომელიც მან დაუდო მათ მამებს, და მისი გამოცხადებები, რითაც იგი აფრთხილებდა მათ. და მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. და წაბაძეს მეზობელ ხალხებს, რომლებზეც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
16
და დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, და ჩამოასხეს ხბოს ორი გამოსახულება, და მოაწყვეს აშერა, და თაყვანს სცემდნენ ცის მხედრობას, და ბაყალს ემსახურებოდნენ,
17
ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ძეებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, მისნობდნენ და აღარ ერიდებოდნენ ბოროტის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად.
18
მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელიანთ, და თავიდან მოიშორა ისინი. მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა შერჩა.
19
არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებებს და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც ისინი იქცეოდნენ.
20
და შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, და მოდრიკა იგი, და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან.
21
და როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოყამ ნებატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოყამმა ისრაელი უფალს და დიდად აცდუნა.
22
და დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობოყამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ,
23
ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მსახურ წინასწარმეტყველთა პირით. და გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში და დღემდეა იქ.
24
და გადმოიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან, სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. და დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.
25
და რაკი არ ემორჩილებოდნენ უფალს იქ ცხოვრების პირველ ხანებში, უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ.
26
და უთხრეს აშურის მეფეს: „ხალხმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იცის იმ ქვეყნის ღმერთის წესი, ამიტომაც მან მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ.“
27
და ბრძანა აშურის მეფემ და თქვა: „გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იმათგან, ვინც იქიდან გადაასახლეთ; წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის წესი.“
28
და წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ, როგორ უნდა ეცათ თაყვანი უფლისათვის.
29
მაგრამ თავ-თავისი ღმერთები გაიკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგეს გორაკთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი. თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
30
ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა – ნერგალი, ხამათელებმა – აშიმა,
31
ყავიმელებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი. ხოლო სეფარვაიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისთვის და ყანამელექისთვის – სეფარვაიმის ღმერთებისთვის.
32
და ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში.
33
უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.
34
და დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ; არ მისდევენ იმ წესებს, კანონებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად.
35
და დაუდო უფალმა აღთქმა და ამცნო და უთხრა: „ნუ გეშინიათ უცხო ღმერთების, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ სწირავთ.
36
მარტოოდენ უფლისა გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და აღმართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, მას სცემდეთ თაყვანს და სწირავდეთ მსხვერპლს.
37
და დღენიადაგ იცავდეთ წესებს, მსჯავრს, რჯულსა და მცნებებს, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
38
ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
39
მხოლოდ უფლის, თქვენი ღმერთის გეშინოდეთ და ის გიხსნით ყველა თქვენი მტრების ხელიდან.“
40
მაგრამ არ უსმინეს და წინანდებურად იქცეოდნენ. –
41
ეს ხალხები უფალსაც მიაგებდნენ პატივს და, იმავდროს, კერპებსაც ემსახურებოდნენ; როგორც მამები იქცეოდნენ, ისე იქცევიან მათი შვილები და შვილიშვილები დღემდე.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25