bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 8
2 Kings 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 9 →
1
ელისემ უთხრა დედაკაცს, რომელსაც შვილი გაუცოცხლა: „ადექი და წადი შენი ოჯახით და დადექი სადმე მწირად, სადაც შეძლებ, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.“
2
და ადგა ის დედაკაცი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი ოჯახით და შვიდ წელიწადს მწირობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში.
3
და როცა შვიდმა წელმა გაიარა, დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მოვიდა მეფესთან თავისი სახლ-კარისა და საყანის გამოსათხოვად.
4
ამ დროს ელაპარაკებოდა მეფე გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს, და უთხრა: „მიამბე ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.“
5
და როცა უყვებოდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი, აჰა, ის დედაკაცი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, ეხვეწებოდა მეფეს თავისი სახლ-კარისა და საყანის გამო. და თქვა გეხაზიმ: „მეფე-ბატონო, ეს სწორედ ის დედაკაცია, და სწორედ ეს არის მისი ძე, ელისემ რომ გააცოცხლა.“
6
და გამოჰკითხა მეფემ დედაკაცს და მანაც უამბო ყოველივე. და მისცა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: „დაუბრუნეთ მთელი მისი საკუთრება და მინდვრის მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა მან, დღევანდელ დღემდე.“
7
და მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. და მოახსენეს და უთხრეს: ღვთისკაციაო მოსული.
8
და უთხრა მეფემ ხაზაელს: „აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს. და უფალთან აკითხვინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?“
9
და წავიდა ხაზაელი მისაგებებლად. და ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც კი საუკეთესო იყო დამასკოში, 40 აქლემის ტვირთი. და მივიდა, და წარუდგა მას და თქვა: „შენმა ძემ – ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არაო ამ სენისგან?“
10
და უთხრა ელისემ: „წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ მახილვინა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.“
11
და მიაშტერა ელისემ მას მზერა და დიდხანს იყო ასე, ვიდრე არ შეაშფოთა იგი; და ატირდა ღვთისკაცი.
12
და თქვა ხაზაელმა: „რატომ ტირის ჩემი ბატონი?“ და თქვა: „იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანთ: ცეცხლს მისცემ მათ ციხესიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაჰკვეთ მათ ორსულ დედაკაცებს.“
13
და თქვა ხაზაელმა: „ვინ ძაღლი გდია შენი მსახური, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს?“ და თქვა ელისემ: „შენი თავი მიჩვენა უფალმა არამის მეფედ.“
14
და წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. და ჰკითხა: რა გითხრაო ელისემ? თქვა: შენზე მითხრა, გამოჯანმრთელდებაო.
15
და აიღო მეორე დღეს მაქმანი, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. და მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი.
16
ისრაელის მეფე იორამ ახაბის ძის მეხუთე წელს, იუდას მეფის, იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე.
17
32 წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
18
ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად, და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
19
მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მსახურის გამო, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რომ მისცემდა ლამპარს მას მის შთამომავლობაში სამარადისოდ.
20
მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.
21
და გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლიონით; და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, და ეტლის მეთაურებს, გარს რომ ეხვივნენ. და გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში.
22
და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც.
23
იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
24
და განისვენა იორამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, ახაზია, გამეფდა.
25
ისრაელის მეფის, იორამ ახაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე.
26
22 წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა; და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ღათალია, ისრაელის მეფის, ყომრის, ასული.
27
ახაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ახაბის სახლი, რადგან ახაბის სახლის სიძე იყო.
28
და წავიდა იგი იორამ ახაბის ძესთან ერთად ხაზაელთან, არამის მეფესთან საომრად გალაადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი.
29
და მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში მოეშუშებინა ჭრილობა, არამელებმა რომ მიაყენეს რამაში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25