bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 23
2 Kings 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 24 →
1
და მოუწოდა მეფემ, რათა შეკრებილიყო მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი.
2
და ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყველა მცხოვრები მასთან ერთად, და მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ხალხი, დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს.
3
და შედგა მეფე თავის საყდარზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის მცნებებს, მის მოწმობებსა და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. და მოიწონა აღთქმა მთელმა ხალხმა.
4
და გამოატანინა მეფემ მღვდელმთავარ ხილკიას, მეორე ხარისხის მღვდლებსა და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაყალისთვის, აშერასათვის და მთელი ციური მხედრობისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ველზე, ხოლო ნაცრის წაღება ბეთელში ბრძანა.
5
და გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის სანახებში, და გუნდრუკს უკმევდნენ ბაყალს, მზესა და მთვარეს, ცთომილთა და მთელ ციურ მხედრობას.
6
და გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ხევისკენ, და დაწვა კიდრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია, და მისი ფერფლი მდაბიოთა სასაფლაოზე დაყარა.
7
და დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი მსიძავთა სახლები, სადაც დედაკაცები სამოსელს უქსოვდნენ აშერას.
8
და გამოყარა იუდას ქალაქებიდან ქურუმები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ქურუმები გუნდრუკს, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი ქალაქის მთავრის, იოშუაყის, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე – ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.
9
თუმცა გორაკთა ქურუმები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ ძმებთან ერთად.
10
და წაბილწა თოფეთი, ბენ-ჰინომის ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლეხისთვის თავისი ძე ან ასული.
11
და გაუშვა ცხენები, რომლებსაც იუდას მეფეები მზეს უძღვნიდნენ უფლის სახლში, შესასვლელის წინ, საჭურის ნათან-მელექის პალატთან, ფარურიმში, მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
12
სამსხვერპლოებიც ახაზისეული სამყოფლის ბანზე, იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მანაშემ უფლის ტაძრის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კიდრონის ხევში ჩაყარა მათი ფერფლი.
13
და წაბილწა გორაკები, იერუსალიმის წინ რომ არის, განადგურების მთის მარჯვნივ, სოლომონ მეფემ რომ მოუწყო ყაშთორეთს, ციდონელთა სიბილწეს, ქემოშს, მოაბის სიბილწეს, და მილქომს, ყამონიანთა სისაძაგლეს.
14
და დალეწა სვეტები და გაჩეხა აშერები, ადამიანის ძვლებით აავსო მათი ადგილი.
15
ასევე დაანგრია ბეთელის სამსხვერპლო, იერობოყამ ნებატის ძის, ისრაელის მაცდუნებლის მოწყობილი გორაკი; და ცეცხლს მისცა ის სამსხვერპლო და გორაკი დაანგრია და დაწვა ის გორაკი, გააცამტვერა, და დაწვა აშერა.
16
და გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო, და გააგზავნა და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, და სამსხვერპლოზე დააწვევინა, და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები.
17
და თქვა მან: „ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ?“ და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეტყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.“
18
და თქვა: „მოასვენეთ, ნურავინ დაძრავს მის ძვლებს.“ ასე დაიცვეს მისი ძვლები და ძვლები წინასწარმეტყველისა, რომელიც სამარიიდან მოდიოდა ხოლმე.
19
ასევე გორაკთა ყველა ბომონი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში.
20
სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა ქურუმები, ვინც კი იქ იყო, და ზედ დაწვა ადამიანთა ძვლები, და იერუსალიმში დაბრუნდა.
21
და უბრძანა მეფემ მთელ ერს და უთხრა: „მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია!“
22
რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში.
23
მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს უფლისათვის მომზადდა ეს პასექი იერუსალიმში.
24
ასევე მესულთანეები, მჩხიბავები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვა მღვდელმა ხილკიამ.
25
არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი ძალით, მოსეს მთელი რჯულით რომ ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი; არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი.
26
მაგრამ არ შებრუნებულა უფალი დიდი რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე, ყველა იმ წყენის გამო, რითაც მანაშემ განარისხა იგი.
27
და თქვა უფალმა: „იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე; არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, და სახლს, რომელზეც ვთქვი: იქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი.“
28
იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
29
მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ მდინარე ევფრატზე. და გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად, და დანახვისთანავე მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში.
30
და წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში, და მის სამარხში დამარხეს. და გამოიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზ იოშიას ძე, და სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფა.
31
23 წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხამუტალი, ლიბნელი იერემიას ასული.
32
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, თავისი მამების მსგავსად.
33
და დაიჭირა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას 100 ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.
34
და გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის იოშიას ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. იეჰოახაზი კი აიყვანა და ეგვიპტეში წაიყვანა, სადაც ის მოკვდა.
35
ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს; ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი. ქვეყნის ხალხში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისაცემი ვერცხლი.
36
25 წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და 11 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ზებუდა, რუმელი ფედაიას ასული.
37
და ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, მსგავსად მისი მამებისა.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25