bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 15
2 Kings 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 16 →
1
ისრაელის მეფის, იერობოყამის, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია, იუდას მეფის, ამაციას ძე.
2
16 წლისა იყო, რომ გამეფდა და 52 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია.
3
უფლის მოსაწონად იქცეოდა, ისევე როგორც მამამისი ამაცია.
4
ოღონდ, გორაკები არ მოუსპია, და გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს.
5
და დასაჯა უფალმა მეფე და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა განცალკევებულ სახლში. იოთამი, მეფის ძე, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ერს.
6
ყაზარიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
7
და განისვენა ყაზარიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავის მამებთან დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე, იოთამი გამეფდა.
8
იუდას მეფის, ყაზარიას ოცდამეთვრამეტე წელს იერობოყამის ძე ზაქარია გამეფდა ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა.
9
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები აკეთებდნენ. და არ განრიდებია იერობოყამ ნებატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ისრაელი.
10
და აუჯანყდა მას შალუმი, იაბეშის ძე, დაჰკრა და მოკლა იგი, და გამეფდა მის ნაცვლად.
11
დანარჩენი, რაც ზაქარიაზე არის ნათქვამი, იხილე ისრაელის მეფეთა მატიანეში.
12
ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც მან იეჰუს გამოუცხადა: „მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ძენი ისრაელის ტახტზე.“ და ახდა კიდეც.
13
შალუმ, იაბეშის ძე, გამეფდა იუდას მეფის, ყუზიას ოცდამეცხრამეტე წელს, და ერთ თვეს მეფობდა სამარიაში.
14
და წამოვიდა მენახემი, თირცელი გადის ძე, და მოადგა სამარიას, და დაამარცხა შალუმი, იაბეშის ძე სამარიაში და მოკლა იგი, და გამეფდა მის ნაცვლად.
15
შალუმის დანარჩენი საქმენი და მისი აჯანყების ამბავი, რომელიც მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
16
მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო. და მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული, რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი.
17
იუდას მეფის, ყაზარიას ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა ისრაელის მეფე მენახემი, გადის ძე, და ათი წელი იმეფა სამარიაში.
18
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, და არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობოყამ ნებატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ისრაელი.
19
და მოვიდა ქვეყანაში ფული, აშურის მეფე. და მისცა მენახემმა ფულს ათასი ტალანტი ვერცხლი, რათა ყოფილიყო მისი მფარველობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა.
20
და დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელიანთ, ყველა შეძლებულ კაცს – ყოველ კაცზე 50 შეკელი ვერცხლი – აშურის მეფისთვის მისაცემად. და უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იმ მიწაზე.
21
მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
22
და განისვენა მენახემმა თავის მამებთან. და მის ნაცვლად გამეფდა მისი ძე ფეკახია.
23
იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია, მენახემის ძე, ისრაელზე, სამარიაში და ორი წელი იმეფა.
24
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, და არ განრიდებია იერობოყამის, ნებატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ისრაელი.
25
და აუჯანყდა მას ფეკახი, რემალიას ძე, მისი კარისკაცი, მიუხდა სამარიაში, სასახლის სიმაგრის წინ, არგობსა და არიესთან ერთად, თან 50 გალაადელი იახლა; მოკლა იგი და მის ნაცვლად გამეფდა.
26
ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
27
იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკახი რემალიას ძე, ისრაელზე სამარიაში და 20 წელი იმეფა.
28
და ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, და არ განრიდებია ნებატის ძის – იერობოყამის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ესრაელი.
29
ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათ-ფილესარი, აშურის მეფე, და აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გალაადი და გალილეა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და ტყვედ წაასხა აშურში.
30
და აუჯანყდა ჰოშეაყი, ელას ძე, ფეკახს, რემალიას ძეს, და სძლია და მოკლა, და გამეფდა მის ნაცვლად იოთამის, ყუზიას ძის მეოცე წელს.
31
ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
32
ისრაელის მეფის, ფეკახის, რემალიას ძის მეორე წელს გამეფდა იოთამი, ყუზიას ძე, იუდას მეფე.
33
25 წლისა იყო, როცა გამეფდა, და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.
34
უფლის მოსაწონად იქცეოდა, სწორედ ისე, როგორც მამამისი, ყუზია იქცეოდა.
35
ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. ჯერაც გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და იქ აკმევდა საკმეველს. მან აღადგინა უფლის ტაძრის ზემო კარიბჭე.
36
იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
37
იმ დღეებში შეუჩინა უფალმა იუდას რეცინი, არამის მეფე, და ფეკახი, რემალიას ძე.
38
და განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით თავისი მამის, დავითის ქალაქში; და მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25