bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 2
2 Kings 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 3 →
1
როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ელისესთან ერთად.
2
და უთხრა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ ბეთელში.
3
გამოვიდნენ ბეთელის წინასწარმეტყველთა ძენი ელისესკენ და უთხრეს: „იცი, რომ დღეს უფალი წაიყვანს შენს ბატონს შენგან, ზემოთ?“ ელისემ უთხრა: „ვიცი, ვიცი; თქვენ იყუჩეთ.“
4
და კვლავ უთხრა მას ელიამ: „ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხოში მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ იერიხოში.
5
და მიადგა ელისეს იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთა გუნდი და უთხრეს: „იცი, რომ დღეს უფალი წაიყვანს შენს ბატონს შენგან, ზემოთ?“ ელისემ უთხრა: „ვიცი, ვიცი; თქვენ იყუჩეთ.“
6
და უთხრა მას ელიამ: „აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ ორივენი.
7
და წამოვიდა 50 კაცი წინასწარმეტყველთა ძეთაგან და მოშორებით დადგა, მათ პირდაპირ. ეს ორნი კი იორდანეს პირას იდგნენ.
8
და აიღო ელიამ თავისი ხალენი, დაახვია და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ.
9
როცა გაღმა გავიდნენ, უთხრა ელიამ ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან.“ და თქვა ელისემ: „სული, შენში რომ არის, ორმაგად გადმოვიდეს ჩემზე.“
10
და უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებისას, აგისრულდება, თუ ვერა და, არ აგისრულდება.“
11
და როცა მასლაათით მიდიოდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
12
და უყურებდა ელისე და მისძახოდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ!“ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელში აიღო თავისი სამოსელი და ორად გაგლიჯა.
13
და აიღო ხალენი, ელიას რომ ჩამოუვარდა, და უკან გაბრუნდა და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა.
14
და აიღო ხალენი, ელიას რომ ჩამოუვარდა, დაჰკრა წყალს და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ და როცა დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი, გაღმა გავიდა ელისე.
15
და შორიდან დაინახეს იგი იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთ და თქვეს: „ელიას სული გადმოვიდა ელისეზე.“ და მიეგებნენ და მიწამდე დაუკრეს თავი.
16
და უთხრეს: „აჰა, 50 მარჯვე კაცი გვყავს შენს მსახურთ. თუ გინდა, წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში ან ხევში ჩამოაგდო.“ და მიუგო ელისემ: „ნუ გაგზავნით.“
17
არ მოეშვნენ, და თავი რომ მოაბეზრეს, უთხრა: გაგზავნეთო. და გაგზავნეს 50 კაცი. და სამ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს.
18
და მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხოში იჯდა. და უთხრა მან: „ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი.“
19
და უთხრეს იმ ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: „კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩვენი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალია აქ და უნაყოფო მიწა.“
20
და თქვა: „მომეცით უხმარი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ.“ და მისცეს.
21
ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, და თქვა: „ასე ამბობს უფალი: მე ვკურნავ ამ წყალს; ამიერიდან აღარ მოიტანსო ის სიკვდილსა და უნაყოფობას.“
22
და დღემდე განკურნებულია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან.
23
ელისე იქიდან ბეთელისაკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: „ქაჩალ, ქაჩალ გაიქეც!“
24
ელისემ უკან მოიხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით დასწყევლა. და გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაფლითეს მათგან 42 ბავშვი.
25
და იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25