bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 14
2 Kings 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 15 →
1
ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის მეორე წელს გამეფდა ამაცია, იოაშის ძე, იუდას მეფე.
2
25 წლისა იყო, როცა გამეფდა და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იეჰოყადინი.
3
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი წინაპარი დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მამამისი იოაში.
4
ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. და გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
5
და როცა განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი.
6
მკვლელთა შვილები კი არ დაუხოცია, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო, და შვილები მამათა გამო არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა დაისაჯოს სიკვდილით.“
7
მან სძლია 10 ათას ედომელს მარილოვან ველზე და ბრძოლით აიღო სელაყი და სახელად უწოდა იოკთეელი, როგორც დღევანდლამდე რჩება.
8
მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები ისრაელის მეფეს, იეჰოაშს, იეჰუს ძის იეჰოახაზის ძეს, და შეუთვალა: „მოდი, პირისპირ შევხვდეთ.“
9
და შეუთვალა იეჰოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციას, იუდას მეფეს: „ლიბანის ძეძვის ბუჩქმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ‘ცოლად მიათხოვეო შენი ასული ჩემს ვაჟს’; მაგრამ ჩაიარა ლიბანის მხეცმა და გადათელა ძეძვი.
10
შენ დაგიმარცხებია ედომელნი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი შინ. რატომ ტეხ შფოთს შენს საუბედუროდ? შენც დაეცემი და იუდაც – შენთან ერთად.“
11
მაგრამ ყური არ ათხოვა ამაციამ. მაშინ გამოვიდა იეჰოაში, ისრაელის მეფე, და შეხვდნენ პირისპირ ის და იუდას მეფე ამაცია ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის.
12
და დამარცხდნენ იუდაელნი ისრაელიანებთან ბრძოლაში და თავიანთ კარვებში გაიფანტნენ.
13
ხოლო იუდას მეფე ამაცია, ძე იეჰოაშისა, ახაზიას ძისა, შეიპყრო ისრაელის მეფე იეჰოაშმა ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე 400 წყრთის სიგრძეზე;
14
და წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის ტაძრისა და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, და წაასხა მძევლები და გაბრუნდა სამარიაში.
15
იეჰოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რომ ესხმოდა ამაციას, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
16
და განისვენა იეჰოაშმა თავის მამებთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით, და მის ნაცვლად მისი ძე იერობოყამი გამეფდა.
17
ისრაელის მეფის, იეჰოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ 15 წელი იცოცხლა იუდას მეფე ამაცია იოაშის ძემ.
18
ამაციას დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
19
აუჯანყდნენ მას იერუსალიმში და მან თავი შეაფარა ლაქიშს. და მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
20
და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავისი მამების გვერდით, დავითის ქალაქში.
21
გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, 16 წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციას ნაცვლად გაამეფეს.
22
მან აღადგინა ელათი და კვლავ დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამებთან.
23
იუდას მეფის, იეჰოაშის ძის, ამაციას მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობოყამი, იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და 41 წელი იმეფა.
24
ბოროტებას სჩადიოდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობოყამ ნებატის ძის ცოდვები, რომელმაც აცდუნა ისრაელი.
25
მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან ყარაბას ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის პირით.
26
რადგან დაინახა უფალმა ისრაელის ძალზე მძიმე გაჭირვება. და არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს.
27
და არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის ამოძირკვა ცისქვეშეთიდან და იერობოყამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი.
28
იერობოყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც გააკეთა და მისი გმირობანი, როგორ იბრძოდა და როგორ დაუბრუნა ისრაელს დამასკო და ხამათი, იუდას რომ ეჭირა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
29
და განისვენა იერობოყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან, და მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25