bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 25
2 Kings 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
1
თავისი მეფობის მეცხრე წლის, მეათე თვის, მეათე დღეს, წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ; შემოადგა მას და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ.
2
და იყო ალყაში ქალაქი მეფე ცედეკიას მეთერთმეტე წლამდე.
3
მეოთხე თვის მეცხრე დღეს შიმშილი გაძლიერდა ქალაქში, და აღარაფერი ჰქონდა ხალხს საჭმელად.
4
და გატყდა ქალაქი, და გაიქცნენ მეფე და მისი მხედრობა ღამით ორ კედელს შუა კარიბჭისკენ მიმავალი გზით, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ცედეკიამ მიმართა დაბლობისაკენ მიმავალ გზას.
5
და დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს, და მიეწივნენ იერიხოს დაბლობზე და მთელი ლაშქარი გაეფანტა მას.
6
შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დაადეს:
7
თვალწინ დაუკლეს ძენი ცედეკიას, ხოლო თავად მას თვალები დასთხარეს, ბრინჯაოს ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს.
8
მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე წელი, იერუსალიმში მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური,
9
და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.
10
და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს ახლდა.
11
ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, სხვადასხვა ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ქონდაქართუხუცესმა ნებუზარადანმა;
12
და ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა.
13
და ბრინჯაოს სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, და კვარცხლბეკები და ბრინჯაოს ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და ბრინჯაო ბაბილონში წაიღეს.
14
ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, ბრინჯაოს მთელი ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, წაიღეს.
15
სასაკმევლეები და სასხურებლები, რაც ოქროსი და ვერცხლისა იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო.
16
წყვილი სვეტიც, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის ტაძრისთვის, – აუწონავი იყო ბრინჯაო, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული.
17
18 წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ ბრინჯაოს გვირგვინი ჰქონდა. და სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე. ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო, ყველაფერი ბრინჯაოსა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად.
18
და გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანია და ზღურბლის სამი მცველი.
19
ქალაქიდან გამოიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომრებს ზედამხედველობდა, და ხუთი კაცი, წინაშე მდგომელნი მეფისა, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავრის მწიგნობარი, რომელიც იწერდა ჯარში ჩასარიცხად ხალხს, და 600 კაცი ხალხიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ.
20
და წაიყვანა ისინი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.
21
და დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა რიბლაში, ხამათის მხარეში. და აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან.
22
იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხზე კი, რომელიც იქ დატოვა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად დანიშნა გედალია, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა.
23
როცა გაიგეს მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალია დანიშნაო უფროსად, მასთან მივიდნენ მიცფაში. ესენი იყვნენ: ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანან კარეახის ძე, სერაია, ნეტოფათელი თანხუმეთის ძე, იააზანია მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.
24
და შეჰფიცა გედალიამ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში და ემსახურეთ ბაბილონის მეფეს, და კარგი იქნება თქვენთვის.“
25
მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი, ათი კაცითურთ, და მოკლა გედალია და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ გედალიას.
26
და ადგა მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და მხედართმთავრები, და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით.
27
იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს, საპყრობილიდან იპატივა იოიაქინი, იუდას მეფე.
28
და კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას.
29
და გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე.
30
და მისი სარჩო, სამუდამო სარჩო, ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლის მანძილზე.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25