bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 4
2 Kings 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 5 →
1
წინასწარმეტყველის ძეთაგან ერთის ცოლმა ტირილით შეჰღაღადა ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; და შენ იცი, რომ უფლისმოშიში იყო შენი მსახური. ახლა მოდის მევახშე და ჩემს ორივე ბავშვს მონებად მართმევს.“
2
და უთხრა ელისემ: „რა გიყო? მითხარი, რა გაბადია შინ?“ ქალმა მიუგო: „სახლში არაფერი აქვს შენს მხევალს, გარდა მცირეოდენი ზეთისა დოქში.“
3
და უთხრა მას ელისემ: „წადი და ჭურჭელი ინათხოვრე მეზობლებისგან; ცარიელი ჭურჭელი ბევრი დააგროვე.
4
მერე მიდი, შინ ჩაიკეტეთ შენ და შენი შვილები და დოქიდან გადმოასხით ჭურჭლებში ის ზეთი, ვიდრე ყველას გაავსებთ; სავსეები გვერდზე გადააწყვე.“
5
წავიდა ქალი და შინ ჩაიკეტა თავის შვილებთან ერთად; ისინი აწვდიდნენ ცარიელ ჭურჭელს, ის კი ასხამდა.
6
და როცა ჭურჭლები დაივსო, უთხრა ვაჟიშვილს: „კიდევ მომაწოდე ჭურჭელი.“ მან უთხრა: „ცარიელი ჭურჭელი აღარ არის.“ და ზეთიც შეწყდა.
7
და მივიდა და უამბო ღვთისკაცს. და უთხრა მან: „წადი, გაყიდე ზეთი და ვალი გაისტუმრე; დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა.“
8
ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ. იქ ერთი მდიდარი ქალი ცხოვრობდა, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი; და რამდენჯერაც ჩაივლიდა, მუდამ შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად.
9
და უთხრა ქალმა თავის ქმარს: „ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა, აქეთ რომ ღვთისკაცი დადის.
10
მოვუწყოთ მცირე კუთხე ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი; და, როცა ჩვენთან შემოივლის, იქ შევიდეს.“
11
ერთ დღესაც შეიარა მათთან; შევიდა ზემოთვალში და დაწვა.
12
და უთხრა ელისემ გეხაზის, თავის მსახურ ბიჭს: დაუძახეო ამ შუნამელ ქალს. მანაც დაუძახა და ეახლა ქალი.
13
და უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: „უთხარი მას: აჰა, შენ რომ ასე ზრუნავ ჩვენზე, რა შეგვიძლია გაგიკეთოთ? ხომ არ დაველაპარაკოთ-თქო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს?“ და უთხრა ქალმა: „არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ.“
14
და თქვა ელისემ: „მაინც რა უნდა გავუკეთო?“ და უთხრა გეხაზიმ: „მართლა, შვილი არა ჰყავს და მისი ქმარი კი მოხუცია.“
15
და თქვა მან: „დაუძახე აქ.“ მანაც დაუძახა და კარებში გაჩერდა ქალი.
16
და თქვა ელისემ: „გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი.“ და თქვა ქალმა: „არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს.“
17
მართლაც დაორსულდა ქალი და წლის სწორზე შვა ძე, როგორც უთხრა მას ელისემ.
18
გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან სამკალში.
19
უეცრივ უთხრა მამას: „ვაი, ვაი, თავი მტკივა!“ და უთხრა კაცმა მსახურ ბიჭს: „დედას წაუყვანე!“
20
და წაიყვანა და მიუყვანა დედას. დედას შუადღემდე კალთაში ეჯდა და მოკვდა.
21
ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლზე დააწვინა ბავშვი, კარი გამოიკეტა და გარეთ გავიდა.
22
და დაუძახა ქმარს და უთხრა: „გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი, ღვთისკაცთან წავალ და ისევ დავბრუნდები.“
23
და უთხრა: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთვარობაა და არც შაბათი.“ მაგრამ მან უთხრა: „შენ დადუმდი, მშვიდობა არის.“
24
და შეკაზმა ქალმა ვირი და უთხრა მსახურ ბიჭს: „წინ წაუძეხი და იარე; და გზაზე ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანო.“
25
წავიდნენ და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. და როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: აგერ, ის შუნამელი ქალი.
26
აბა გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: ხომ მშვიდობით არის-თქო შენი ქმარი და ხომ მშვიდობით არის-თქო შენი შვილი. და მიუგო ქალმა: მშვიდობით არიანო.
27
და როცა ავიდა ქალი ღვთისკაცთან მთაზე, მუხლებზე მოეხვია. მივარდა გეხაზი, რომ მოეშორებინა ის, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: „თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, უფალმა კი დამიმალა ეს და არ გამოუცხადებია ჩემთვის.“
28
და თქვა ქალმა: „განა მე ვთხოვდი შვილს ჩემს ბატონს? შენ ხომ გეუბნებოდი: ნუ მომატყუებ-მეთქი?“
29
და უთხრა გეხაზის: „სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის მიესალმო; თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე, და სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი.“
30
და თქვა ყმაწვილის დედამ: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ არ დაგეხსნები!“ და ადგა ელისე და გაჰყვა ქალს.
31
მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე არგანი დაადო ბავშვს, მაგრამ არ ისმოდა ხმა და ჩამიჩუმი. და უკან გაბრუნდა მის შესახვედრად და მოახსენა: არ იღვიძებს ბავშვი.
32
და შევიდა სახლში ელისე, და, აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე.
33
და შევიდა, მიიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი.
34
ზედ დააწვა ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალი – თვალზე, ხელის მტევნები – ხელის მტევნებზე და გადაერთხა ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული.
35
ერთი გაიარ-გამოიარა ოთახში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოდან. შვიდჯერ დააცემინა ბავშვმა, და გაახილა თვალი.
36
და დაუძახა მან გეხაზის და უთხრა: „მოუხმე იმ შუნამელს!“ და მოუხმო. და მივიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: „წაიყვანე შენი შვილი.“
37
და მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანი სცა; და აიყვანა თავისი შვილი და გავიდა.
38
და დაბრუნდა ელისე გილგალში. შიმშილობა იყო იმ ქვეყანაში. და წინ დაუსხდნენ მას წინასწარმეტყველთა ძენი. და უთხრა მან მსახურ ბიჭს: „დადგი დიდი ქვაბი და კერძი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძეთ.“
39
და გავიდა ერთი მათგანი ველზე საკმაზის მოსაკრეფად, იპოვა ველური ვაზი და დაკრიფა მთელი კალთა ისრიმი; მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში – მათ კი არ იცოდნენ, რა იყო.
40
და დაუსხეს კაცებს საჭმელად. და როცა ჭამდნენ შეჭამადს, იყვირეს და თქვეს: „სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!“ და ვეღარ შეჭამეს.
41
და თქვა მან: „მომეცით ფქვილი.“ ჩაყარა ქვაბში და უთხრა გეხაზს: „დაუსხი ხალხს, ჭამონ.“ ცუდი აღარაფერი იყო ქვაბში.
42
და მოვიდა ვიღაც კაცი ბაყალ-შალიშადან და მოუტანა ღვთისკაცს პირველნაყოფი: ქერის 20 პური და ნედლი თავთავი გუდით. და თქვა ელისემ: „მიეცი ხალხს, ჭამონ.“
43
და თქვა მისმა მსახურმა: „ეს რა უნდა გაუხდეს ამ ას კაცს?“ და უთხრა: „მიეცი ხალხს, ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: ჭამენ და კიდეც მორჩებათო.“
44
და დაუსხა. გაძღნენ და კიდეც მორჩათ, უფლის სიტყვისამებრ.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25