bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 9
2 Kings 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 10 →
1
ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ერთ-ერთ ძეს და უთხრა: „შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გალაადის რამოთში.
2
და როცა იქ მიხვალ, მოძებნე იეჰუ, იოშაფატ ნიმშის ძის ძე და მიდი და წამოაყენე მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვანე;
3
და აიღე ზეთის ჭურჭელი და ზეთი დაასხი თავზე, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘მე გცხებ ისრაელის მეფედ.’ შემდეგ გააღე კარი, გაიქეცი და არ მოიცადო.“
4
და წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გალაადის რამოთში.
5
მივიდა, და, აჰა, სხედან მხედართმთავრები, და უთხრა: „სიტყვა მაქვს შენთან, მეთაურო.“ და თქვა იეჰუმ: „რომელ ჩვენგანთან?“ და თქვა: შენთანო, მხედართმთავარო.
6
და ადგა, და შევიდა სახლში. და დაასხა ზეთი თავზე და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის მეფედო.
7
შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა სისხლი და უფლის ყველა მსახურის სისხლი, იეზებელის ხელით რომ დაეცნენ.
8
და განადგურდება ახაბის მთელი სახლი, და ამოვუძირკვავ ახაბს კაცს, და ყმასა და აზატს ისრაელში.
9
და ვაქცევ ახაბის სახლს იერობოყამ ნებატის ძის სახლივით, და ახიას ძის, ბაყაშას სახლივით.
10
იეზებელს კი ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ დამარხავს მას.“ და გააღო კარი და გაიქცა.
11
და გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან, და უთხრეს: „ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი?“ და უთხრა მათ: „თქვენ იცით ეს კაციც და მისი ნალაპარაკევიც.“
12
და თქვეს: „ტყუილია, გვითხარი.“ და თქვა: „ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედო.“
13
და საჩქაროდ დაავლეს ხელი თავიანთ მოსასხამებს, და ზედ საფეხურებზე დაუფინეს, და ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: გამეფდაო იეჰუ!
14
აუჯანყდა იეჰუ, იოშაფატ ნიმშის ძის ძე იორამს; ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფე ხაზაელს უდარაჯებდა გალაადის რამოთში.
15
თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში მოეშუშებინა არამის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს არამელთა მიერ მიყენებული ჭრილობები. და თქვა იეჰუმ: „თუ თანახმა ხართ, ნურავის გაუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში ამბის წასაღებად.“
16
და ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისაკენ, რადგან იქ იწვა იორამი; და იუდას მეფე ახაზიაც იქ იყო მისული იორამის სანახავად.
17
ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში. და დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: „ჯარსა ვხედავ!“ და თქვა იორამმა: „ადექი და გააგზავნე მხედარი შესახვედრად, და იკითხოს: ‘ხომ მშვიდობა არის?’“
18
და წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: „მეფე კითხულობს, ხომ მშვიდობა არისო?“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.“ შეატყობინა ებგურმა მეფეს: „მივიდა ის მათთან, მაგრამ უკან აღარ ბრუნდება.“
19
და გაგზავნა მან მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: „ასე ამბობს მეფე, ხომ მშვიდობა არისო?“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.“
20
შეატყობინა ებგურმა მეფეს: „მივიდა ის მათთან და უკან აღარ ბრუნდება. ჯარის წინამძღოლი კი საქციელით იეჰუ უნდა იყოს, ნიმშის ძე, რადგან გამალებული მოქრის.“
21
და თქვა იორამმა: შემიბითო ეტლი! და შეუბეს ეტლი. და გავიდნენ იორამი, ისრაელის მეფე, და ახაზია, იუდას მეფე, თავ-თავისი ეტლებით. და გავიდნენ იეჰუს შესახვედრად, და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის მინდორზე.
22
და როცა დაინახა იორამმა იეჰუ, თქვა: „ხომ მშვიდობაა, იეჰუ?“ და თქვა: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იეზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?“
23
და უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა, და უთხრა ახაზიას: „ღალატია, ახაზია!“
24
და მოზიდა მშვილდი იეჰუმ, და ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. და ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა.
25
და უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: „აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის მინდორში. და გაიხსენე, ორივე რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, ახაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა:
26
‘განა ნაბოთისა და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ?’ – ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე მინდორში, უფლის სიტყვისამებრ.“
27
ეს რომ დაინახა იუდას მეფე ახაზიამ, ბეთ-ჰაგანისკენ გაიქცა. და გაეკიდა იეჰუ და თქვა: „მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე.“ და დაჰკრეს მას გურის მაღლობზე, იბლეყამთან რომ არის. და გაიქცა ის მეგიდოსაკენ და იქ მოკვდა.
28
და წაასვენეს მისმა მსახურებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში, მის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში.
29
ახაბის ძის, იორამის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში.
30
და მივიდა იეჰუ იზრეყელში და, როცა მოესმა ამბავი იეზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში.
31
და შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ქალმა თქვა: „ხომ მშვიდობითაა ზიმრი, თავისი ბატონის მკვლელი?“
32
ახედა სარკმელს კაცმა და დაიძახა: „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ?“ და გადმოხედა მას ორმა-სამმა საჭურისმა.
33
და თქვა: „გადმოაგდეთ ქალი!“ და გადმოაგდეს. და მიესხა მისი სისხლი კედელს და ცხენებს. და გადათელეს მათ იგი.
34
და მივიდა იეჰუ, და ჭამა და სვა, და თქვა: „მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მაინც მეფის ასულია.“
35
და წავიდნენ მის დასამარხად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისი, თავის ქალისა და ხელ-ფეხის მეტი.
36
და დაბრუნდნენ და მოახსენეს. და თქვა იეჰუმ: „ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მსახურის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იეზებელს.“
37
და ეგდება იეზებელის გვამი იზრეყელის ველზე, როგორც ნეხვი მინდორში, ისე რომ ვერავინ იტყვის: აი, ეს არისო იეზებელი.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25