bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 3
2 Kings 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 4 →
1
და იორამ ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იუდას მეფის – იოშაფატის მეთვრამეტე წელს და 12 წელი იმეფა.
2
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, თუმცა არა მამამისივით და დედამისივით: მან მოგლიჯა ბაყალის ქანდაკი, მამამისმა რომ აღმართა.
3
მაგრამ მიწებებული იყო და არ განრიდებია ცოდვებს იერობოყამისა, ნებატის ძისა, რომელმაც აცდუნა ისრაელი.
4
და მოაბის მეფე მეშაყი დიდძალი ცხვრის პატრონი იყო და უგზავნიდა ისრაელის მეფეს 100 ათას კრავსა და 100 ათას გაუპარსავ ვერძს.
5
და ახაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს.
6
მაშინ გამოვიდა იორამ მეფე სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი.
7
და გავიდა და შეუთვალა იოშაფატს, იუდას მეფეს: განმიდგა მოაბის მეფე და ხომ არ გამოხვალო ჩემთან ერთად მოაბის წინააღმდეგ? და შემოუთვალა იუდას მეფემ: „გამოვალ. როგორც შენ, ისე მე, როგორც შენი ხალხი, ისე ჩემი ხალხი, როგორც შენი ცხენები, ისე ჩემი ცხენები.“
8
და თქვა იორამ მეფემ: „რომელი გზით წავიდეთ?“ და თქვა იოშაფატ მეფემ: „ედომის უდაბნოს გზით.“
9
და გავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე. და იტრიალეს შვიდი დღე და ვერ ნახეს საკმარისი წყალი ლაშქრისთვის და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ.
10
და თქვა ისრაელის მეფემ: „აჰა, შეგვყარა უფალმა ეს სამი მეფე, რათა მოაბის ხელში ჩაგვაგდოს.“
11
და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ?“ და მიუგო ისრაელის მეფის ერთმა მსახურმა და უთხრა: „არის აქ ელისე, შაფატის ძე, რომელიც ხელზე წყალს უსხამდა ელიას.“
12
და თქვა იოშაფატმა: „უფლის სიტყვაა მასთან.“ და ჩავიდნენ მასთან ისრაელის მეფე, და იოშაფატი, და ედომის მეფე.
13
და უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან.“ და თქვა ისრაელის მეფემ: „არა, იმისთვის შეგვყარა უფალმა ეს სამი მეფე, რომ მოაბის ხელში ჩაგვაგდოს.“
14
და თქვა ელისემ: „ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ არ ვცემდე იოშაფატს, იუდას მეფეს.
15
ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე.“ და როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი შეეხო ელისეს.
16
და თქვა ელისემ: „ასე ამბობს უფალი: ‘თხრილები თხრილებზე დათხარეთ ამ ველზე.’
17
რადგან ასე ამბობს უფალი: ‘ვერ დაინახავთ ქარს და ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ველი, თქვენცა სვით და თქვენმა პირუტყვმაც.’
18
მხოლოდ ამას არ იკმარებს უფალი; მოაბსაც ჩაგაგდებინებთ ხელში.
19
და შემუსრავთ ყველა გამაგრებულ ქალაქს და ყველა რჩეულ ქალაქს, და ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოავსებთ, და საუკეთესო მიწებს ქვით აავსებთ.“
20
დილით, პურეულის ძღვენის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით დაიფარა მიწა.
21
და როცა გაიგო მოაბმა, რომ დაიძრნენ მეფეები მათთან საომრად, ყველამ თავი მოიყარა, სარტყლის შემომრტყმელმაც და უხნესებმაც, და დადგნენ საზღვართან.
22
დილაადრიანად ადგნენ ისინი, და როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან ეს წყალი წითლად მოეჩვენათ სისხლივით.
23
და თქვეს: „ეს სისხლია, დატაკებიან მეფეები ერთმანეთს და დაუხოციათ. აბა, შენია ნადავლი, მოაბო!“
24
და მიადგნენ ისრაელის ბანაკს. და შეუტია ისრაელმა და დასცხო მოაბს და უკუაქცია, მისდევდნენ და ჟლეტდნენ მოაბელებს.
25
ქალაქები დაანგრიეს; საუკეთესო მიშებში თითო კაცმა თითო ქვა ისროლა და ქვით აავსო. და ყველა წყაროსთვალი ამოავსეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს. ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარესეთში. შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს.
26
დაინახა მოაბის მეფემ, რომ დამარცხდა ბრძოლაში, და გაიყოლა 700 კაცი, მახვილის ამომწვდელი, რომ ედომის მეფისკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლეს.
27
და მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო, და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. ძლიერ შეზარა ამან ისრაელი, და მოსცილდნენ იქაურობას და თავისი ქვეყნისკენ გაბრუნდნენ.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25