bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 19
2 Kings 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 20 →
1
როცა ეს გაიგონა ხიზკიამ, სამოსელი შემოიხია, ჯვალო ჩაიცვა და უფლის სახლში მივიდა.
2
და გაგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, მწიგნობარი შებნა და ძაძებით მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაისთან, ამოცის ძესთან.
3
და ასე უთხრეს მას: „ასე ამბობს ხიზკია: გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღეა ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
4
ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა რომ გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.“
5
და მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურნი ესაიასთან.
6
და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინია იმ სიტყვებისა, რომლებიც მოისმინე, რომლებითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7
აჰა, მე მოვუვლენ სულს და მოისმენს ამბავს, და თავის ქვეყანაში გაბრუნდება, და მისსავე ქვეყანაში მახვილით დავცემ.“
8
და დაბრუნდა რაბშაკე, და აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი.
9
თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც გაიგო. მას უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. და ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიას და დააბარა მათ:
10
„ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, და ფიქრობ: არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.
11
ხომ გსმენია, რაც უყვეს აშურის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ მოსპეს ისინი; და შენ გინდა გადარჩე?
12
აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა? თუ იხსნეს გოზანი, ხარანი, რეცეფი და ძენი ყედენისა, თელასარში რომ არის?
13
სად არის მეფე ხამათისა და მეფე არფადისა და მეფე ქალაქ სეფარვაიმის, ჰენაყისა და ღივასი?“
14
და გამოართვა ხიზკიამ წერილი მოციქულებს და წაიკითხა; ავიდა ხიზკია უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
15
და ილოცა ხიზკიამ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო, შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენ შეჰქმენ ცა და დედამიწა.
16
ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე! თვალი გაახილე, უფალო, და იხილე! ისმინე სენახერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის საგინებლად რომ შემოთვალა!
17
მართალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,
18
და ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს; რადგან ღმერთები კი არ იყვნენ ისინი, არამედ – ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები.
19
ახლა კი გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ, უფალო, ერთადერთი ღმერთი ხარ.“
20
და შეუთვალა ესაიამ, ამოცის ძემ ხიზკიას და დააბარა ეთქვათ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სენახერიბის წინააღმდეგო.
21
ეს არის სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: დაგცინის, გამასხრებს ქალწული, ასული სიონისა. თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
22
ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა? და ვისზე მიმართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!
23
შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ‘ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის თხემზე, ლიბანის ფერდობზე, და გავჩეხე მისი მაღალი კედრები, რჩეული კვიპაროსები, და შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში,
24
და ამოვთხარე და შევსვიო უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.’
25
ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე, რომ წინარე დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
26
მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, და შეშინდნენ და სირცხვილში არიან, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, მომკამდე ატკრეცილი თავთავივით.
27
ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები.
28
იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურს შენი ამპარტავნება, ნესტოებში კაუჭს გაგიყრი და ყბებში ლაგამს ამოგდებ, და იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
29
და ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს – ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, და ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ მათი ნაყოფი.
30
კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიბამს ნაყოფს.
31
რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი, და ნატამალი – სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
32
ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ‘ვერ შევა ამ ქალაქში, ისრებს ვერ დაუშენს, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული, და მიწაყრილს ვერ აღუმართავს წინ.
33
უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. და ვერ შევა ამ ქალაქში,’ – ამბობს უფალი, –
34
‘მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის.’“
35
იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში 185 ათასი კაცს. და ადგნენ დილით, და აჰა, მკვდარი იყო ყველა.
36
და აიყარა, და წავიდა, და გაბრუნდა სენახერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.
37
ერთხელ, როცა ლოცულობდა ნისროქის, თავისი ღმერთის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და სარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე – ესარხადონი გამეფდა.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25