bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 16
2 Kings 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 17 →
1
ფეკახის, რემალიას ძის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ახაზი, იუდას მეფის, იოთამის ძე.
2
20 წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა, და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. სწორად არ იქცეოდა უფლის, თავისი ღვთის თვალში, არა ჰგავდა მამამისს, დავითს.
3
და დადიოდა ისრაელის მეფის, იერობოყამ ნაბატის ძის გზით; თავისი შვილიც კი გაატარა ცეცხლში იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც უფალმა ისრაელიანთაგან აჰყარა.
4
მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი დაბურული ხის ქვეშ.
5
მაშინ აღდგნენ რეცინი, არამის მეფე, და ისრაელის მეფე ფეკახი, რემალიას ძე, იერუსალიმის წინაააღმდეგ საომრად, მოიმწყვდიეს ახაზი ალყაში, ქალაქის აღება უნდოდათ, მაგრამ ვერ სძლიეს.
6
იმხანად დაუბრუნა რეცინმა, არამის მეფემ, ელათი არამს და აჰყარა იუდაელნი ელოთიდან. და შევიდნენ ედომელები ელოთში და დღემდე იქ ცხოვრობენ.
7
და გაუგზავნა ახაზმა თიგლათ-ფილესარს, აშურის მეფეს, მოციქულები და შეუთვალა: „შენი მსახური და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ.“
8
და აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის ტაძრისა და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს.
9
და ისმინა მისი აშურის მეფემ, მოადგა დამასკოს, აიღო იგი და ხალხი კირში გადაასახლა, ხოლო რეცინი მოკლა.
10
და წავიდა მეფე ახაზი აშურის მეფის, თიგლათ-ფილესარის მისაგებებლად დამასკოში, და ნახა სამსხვერპლო, დამასკოში რომ იყო, და გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი მისი ნაგებობის გეგმა.
11
და ააშენა ურია მღვდელმა სამსხვერპლო იმგვარი, როგორი გეგმაც მეფე ახაზმა გაუგზავნა დამასკოდან; და ისევე გააკეთა სხვა ყველაფერი ურია მღვდელმა მეფე ახაზის დამასკოდან დაბრუნებამდე.
12
და დაბრუნდა მეფე დამასკოდან, და იხილა მეფემ სამსხვერპლო, და მიეახლა მეფე სამსხვერპლოს, და მიიტანა მსხვერპლი.
13
და დაწვა მასზე თავისი სრულადდასაწველი და პურეულის შესაწირავი, და დაღვარა თავისი საღვრელი, და თავისი სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი ასხურა სამსხვერპლოს.
14
ბრინჯაოს სამსხვერპლო კი, უფლის წინაშე რომ იდგა, გადაანაცვლა ტაძრის წინა მხრიდან, სამსხვერპლოსა და უფლის ტაძარს შუა ადგილიდან, და მოათავსა ამ სამსხვერპლოს გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს.
15
და უბრძანა მეფე ახაზმა მღვდელ ურიას: „დიდ სამსხვერპლოზე დაწვი დილის სრულადდასაწველი და საღამოს პურეულის ძღვენი, მეფის სრულადდასაწველი და მისი პურეულის ძღვენი, ქვეყნის მთელი ერის სრულადდასაწველი, მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელი. ყოველი სრულადდასაწველის სისხლი და ყოველი საკლავის სისხლი ასხურე მას. ბრინჯაოს სამსხვერპლოს კი მე მივხედავ.“
16
ყველაფერი ისე გააკეთა ურია მღვდელმა, როგორც უბრძანა მეფე ახაზმა.
17
და მოაძრო ახაზ მეფემ ფიცრები კვარცხლბეკებს და მოხსნა მათგან საბანელი, და ჩამოიღო ზღვა ბრინჯაოს ხარებიდან, რომლებზეც იდგა ის, და ქვის იატაკზე დადგა.
18
გააუქმა საშაბათო ტალანი, ტაძართან რომ იყო აშენებული, და გარეთა სამეფო შესასვლელი უფლის ტაძრისკენ მოაქცია აშურის მეფის საამებლად.
19
ახაზის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20
და განისვენა ახაზმა თავის მამებთან, და დაიმარხა მამათა გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე, ხიზკია გამეფდა.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25