bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 12
2 Kings 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 13 →
1
იეჰუს მეშვიდე წელს გამეფდა იეჰოაში და 40 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ციბია ბეერ-შებაყიდან.
2
სწორედ იქცეოდა უფლის თვალში იეჰოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ მღვდელი იეჰოიადაყი მოძღვრავდა მას.
3
ოღონდ გორაკები არ ყოფილა გაუქმებული. კვლავაც იქ სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4
და უთხრა იეჰოაშმა მღვდლებს: „მთელი ფული, რაც შეიწირება უფლის ტაძრისადმი – ფული თითოეული ასაკსრული კაცისა, რომელიც უკვე სულად ირაცხება, და ფული, რომელსაც გამოიმეტებს კაცის გული უფლის ტაძრისათვის,
5
აიღონ მღვდლებმა თავისთვის თავ-თავისი ნაცნობებისაგან და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ.“
6
და როცა მეფე იეჰოაშის ოცდამესამე წელს მაინც არ ჰქონდათ შეკეთებული მღვდლებს ყველაფერი, რაც შესაკეთებელი იყო უფლის სახლში,
7
დაუძახა მეფე იეჰოაშმა იეჰოიადაყ მღვდელს და სხვა მღვდლებს და უთხრა: „რატომ არ შეგიკეთებიათ სახლი? მეტად ნუღარ აიღებთ თქვენი ნაცნობებისგან ფულს, არამედ სახლის შესაკეთებლად მიეცით ის.“
8
და შეთანხმდნენ მღვდლები, აღარ აეღოთ ვერცხლი სახლის შესაკეთებლად.
9
და აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს მარჯვნივ დადგა, საიდანაც უფლის სახლში შემოდიოდნენ. და მასში ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელ ფულს.
10
და როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ფული დაგროვდა ყუთში, მოვიდოდნენ მეფის მწიგნობარი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ფულს.
11
და ხელში აბარებდნენ დათვლილ ფულს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. და ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს – უფლის სახლში მომუშავეთ,
12
ქვისმთლელებს და ქვითხუროებს. ყიდულობდნენ ხე-ტყეს და თლილ ქვას უფლის ტაძრის შესაკათებლად, და ყველაფერს, რაც გასამაგრებლად იყო საჭირო.
13
ოღონდ უფლის ტაძრისთვის საჭირო ვერცხლის თასები, მაშები, სასხურებლები, საყვირები, ოქროსა და ვერცხლის ყოველგვარი ჭურჭელი არ მზადდებოდა უფლის სახლში შემოსული ფულით,
14
რადგან სამუშაოთა მწარმოებლებს ეძლეოდათ, რომ ამით შეეკეთებინათ უფლის სახლი.
15
და ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა მწარმოებლებს აბარებდნენ ხელში ფულს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ.
16
დანაშაულის მსხვერპლის ფული და ცოდვის გამოსასყიდი ფული არ შემოდიოდა უფლის სახლში. მღვდლებს ეკუთვნოდა იგი.
17
მაშინ გაემართა სალაშქროდ ხაზაელი, არამის მეფე, ომი დაიწყო გათის წინააღმდეგ და აიღო იგი. და იერუსალიმზე გალაშქრებაც განიზრახა ხაზაელმა.
18
და აიღო იეჰოაშმა, იუდას მეფემ, მთელი შემოწირულობა, რაც შემოწირული ჰქონდათ ტაძრისთვის იოშაფატს, იორამს და ახაზიას, მის მამებს, იუდას მეფეებს, თავისი შემოწირულობაც და მთელი ოქროულობა, რაც კი მოიპოვებოდა უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში, და გაუგზავნა ხაზაელს, არამის მეფეს. და ისიც გაეცალა იერუსალიმს.
19
იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20
და აღდგნენ მისი მსახურნი და შეითქვნენ მის წინააღმდეგ, და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას ჩასავალთან.
21
მისმა მსახურებმა, იოზაქარ შიმეყათის ძემ და იეჰოზაბად შომერის ძემ მოკლეს იგი. და მოკვდა და დამარხეს მის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე, ამაცია გამეფდა.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25