bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 22
2 Kings 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 23 →
1
რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა, და 31 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისს ერქვა იედიდა, ბოცკათელი ყადაიას ასული იყო.
2
უფლის მოსაწონად იქცეოდა და ყველაფერში დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა: არც მარჯვნივ გადახრილა და არც – მარცხნივ.
3
იოშიამ თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს გაგზავნა უფლის სახლში შაფან მწიგნობარი, მეშულამის ძის, აცალიას ძე, და უთხრა:
4
„ადი მღვდელმთავარ ხილკიასთან და დაათვლევინე უფლის სახლში შემოსული მთელი ფული, რაც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან,
5
ხელში ჩააბარონ სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი, მათ კი დაურიგონ უფლის ტაძრის მუშებს, გარღვეულ კედლებს რომ ამაგრებენ,
6
ასევე ხუროებს, მშენებლებსა და ქვითხუროებს, და მათ, ვინც ხე-ტყესა და გათლილ ქვას ყიდულობს სახლის შესაკეთებლად.
7
ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ხელში ჩათვლილი ვერცხლის ანგარიში, რადგან ისინი პატიოსნად იქცევიან.“
8
და უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.“ მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან.
9
და მოვიდა შაფან მწიგნობარი მეფესთან და მოახსენა ამბავი და უთხრა: „გადმოყარეს შენმა მსახურებმა უფლის სახლში მოძიებული ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.“
10
და ამცნო შაფან მწიგნობარმა მეფეს: „წიგნი მომცაო მღვდელმა ხილკიამ.“ და წაიკითხა მეფის წინაშე შაფანმა.
11
და როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, სამოსელი დაიპო.
12
უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, და ახიკამ შაფანის ძეს, და ყაქბორ მიქაიას ძეს, და შაფან მწიგნობარს და ყასაიას, მეფის მსახურს:
13
„წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ხალხსა და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების შესახებ, რადგან დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს, რაც ჩვენთვის იყო დაწერილი.“
14
და მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი, შალუმი, ძე თიკვასი, ძისა ხარხასისა, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა, და დაელაპარაკნენ მას.
15
და უთხრა ქალმა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგაგზავნათ,
16
ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს.
17
რაკი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავერისხებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ ჩაქრება.
18
იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან საკითხავად გამოგაგზავნათ, უთხარით: ასე ამბობს-თქო ისრაელის ღმერთი: რაკი შეისმინე ეს სიტყვები:
19
რადგან გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებთ, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, და სამოსელი დაიპე და ტიროდი ჩემს წინაშე, მეც შევისმინე შენი, – ბრძანებს უფალი.
20
ამიტომაც, აჰა, წაგიყვან შენს მამებთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარეში, და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო ამ ადგილს.“ და მიუტანეს მეფეს ეს ამბავი.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25