bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 10
2 Kings 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 11 →
1
ახაბს 70 შვილი ჰყავდა სამარიაში. და დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებსა და ახაბის შვილების გამზრდელებს. წერილში ნათქვამი იყო:
2
„ახლა, როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონის ძენი, თქვენს ხელთ არის ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი.
3
ჰოდა, ამოირჩიეთ თქვენი ბატონის ძეთაგან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, და დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის.“
4
და დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: „აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?“
5
და შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: „შენი მსახურნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით. არავის გავამეფებთ, როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.“
6
და მისწერა მათ მეორე წერილი: „თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონის ძეთა თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში მოდით ჩემთან.“ უფლისწულები – 70 კაცი – ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ.
7
როცა წერილი მოუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს – 70 კაცი. კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს იეჰუს.
8
და მივიდა მოციქული და მოახსენა: „მოიტანეს უფლისწულთა თავები.“ და თქვა: „ორ გროვად დაყარეთ კარიბჭის შესასვლელთან დილამდე.“
9
დილა იყო, რომ გამოვიდა, დადგა და უთხრა მთელ ხალხს: „თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა?
10
ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არც ერთი სიტყვა, რაც უბრძანებია მას ახაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით.“
11
და ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი ახაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები, არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი.
12
და ადგა და წავიდა და მივიდა სამარიაში. გზაში, ბეთ-ყეკედთან, მწყემსთა ბინებთან,
13
შეხვდა იეჰუ იუდას მეფის, ახაზიას ძმებს და თქვა: „ვინა ხართ?“ და თქვეს: „ახაზიას ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ.“
14
და თქვა: „ცოცხლად შეიპყარით!“ შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს ბეთ-ყეკედში, 42 კაცი, ერთიც არ დატოვეს ცოცხალი.
15
და წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბს, რექაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა. მიესალმა და უთხრა: „ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი?“ და თქვა იონადაბმა: „წრფელია. წრფელია და მომეცი ხელი.“ და მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე.
16
და თქვა: „წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი.“ და დასვეს ეტლზე.
17
და მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა ახაბს სამარიაში. და ბოლომდე გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის.
18
და შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: „ცუდად ემსახურებოდა ახაბი ბაყალს, იეჰუ უფრო მეტად მოემსახურება მას.
19
ახლა შემიყარეთ ბაყალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაყალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი.“ ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ ბაყალის თაყვანისმცემლების ამოსაწყველად.
20
და თქვა იეჰუმ: გამოაცხადეთო ბაყალის დღესასწაული! და გამოაცხადეს.
21
და დაგზავნა იეჰუმ მთელს ისრაელში; და მოვიდა ბაყალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. და შევიდნენ ბაყალის სახლში და კიდით კიდემდე გაივსო ბაყალის სახლი.
22
და უთხრა სამოსლის მცველს იეჰუმ: „გამოუტანე სამოსელი ბაყალის ყველა მსახურს.“ მანაც გამოუტანა შესამოსელი.
23
და შევიდა იეჰუ იონადაბ რექაბის ძესთან ერთად ბაყალის სახლში და უთხრა ბაყალის მსახურებს: „მიათვალ-მოათვალიერეთ, რომ არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაყალის მსახურები უნდა იყვნენ აქ.“
24
შეუდგნენ მსხვერპლისა და სრულადდასაწველის შეწირვას. და გარეთ დააყენა იეჰუმ 80 კაცი და უბრძანა: „იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.“
25
და როცა დასრულდა სრულადდასაწველის შეწირვა, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: „წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ.“ და მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა. თავად კი იმ ქალაქისკენ წავიდნენ, სადაც ბაყალის სახლი იყო.
26
და გამოიტანეს ბაყალის სახლიდან ბაყალის ქანდაკებები და დაწვეს.
27
და დაამსხვრიეს ბაყალის ქანდაკი, და დაანგრიეს ბაყალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესაქამომდე.
28
ასე გადააშენა იეჰუმ ბაყალი ისრაელიდან.
29
ოღონდ იერობოყამ ნებატის ძის ცოდვებისათვის, რითაც მან აცდუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბორებისთვის, ბეთელსა და დანში რომ იდგა.
30
და უთხრა უფალმა იეჰუს: „იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე ახაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე.“
31
მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის, რჯულს. არ დაუნებებია თავი იერობოყამის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცდუნა მან ისრაელი.
32
იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ირაელისთვის; სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვრებზე და წაართვა
33
მზის აღმოსავლეთით იორდანედან გალაადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მანაშეს მიწები ყაროყერიდან დაწყებული, არნონის ხეობაში რომ არის, გალაადი და ბაშანი.
34
და იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
35
და განისვენა იეჰუმ თავის მამებთან. და დამარხეს სამარიაში. და მის ნაცვლად მისი ძე – იეჰოახაზი გამეფდა.
36
სულ 28 წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25