bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 7
2 Kings 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 8 →
1
და თქვა ელისემ: „ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს ერთი საწყაო გამტკიცებული ფქვილი ერთი შეკელი ეღირებაო, ორი საწყაო ქერიც – ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთანო.“
2
და მიუგო კარისკაცმა, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა ღვთისკაცს: „აჰა, სარკმლებიც რომ გახსნას უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი რამ?“ და თქვა ღვთისკაცმა: „აჰა, შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.“
3
ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „რისთვის ვსხედვართ აქ და სიკვდილს ველოდებით?
4
თუ ქალაქში წასვლას გადავწყვეტთ, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით; თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ; თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი, თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ.“
5
და ადგნენ გარიჟრაჟზე, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. და მიადგნენ არამელთა ბანაკის ნაპირს. და აჰა, კაციშვილი არ იყო იქ.
6
უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისათვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა, და უთქვამთ ერთმანეთისთვის: „ალბათ ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები, რათა თავს დაგვესხან.“
7
და ამდგარან და გაქცეულან დილის ბინდბუნდში, მიუტოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად.
8
და მიადგნენ ეს კეთროვნები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. და ჭამეს და სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. და მობრუნდნენ და სხვა კარავში შევიდნენ, და იქიდანაც აიღეს და წამოიღეს და დამალეს.
9
და უთხრეს ერთმანეთს: „ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე სასიხარულო უწყების დღეა, თუ გავჩუმდით და გათენებამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამოდი, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ.“
10
და მივიდნენ და გამოიძახეს კარიბჭის გუშაგები და უამბეს და უთხრეს: „არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ცხენები და ვირები დაგვხვდა დაბმული, და კარვები ხელუხლებლად.“
11
და დაუძახეს მათ გუშაგებს და მათაც მიიტანეს, ამბავი მეფის სახლში.
12
და ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მსახურთ: „გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. და ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ. ისინი აპირებენ, რომ როგორც კი ქალაქიდან გავალთ, ცოცხლად შეგვიპყრონ და ქალაქში შემოიჭრნენ.“
13
მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და თქვა: „გამოიყვანონ ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი – აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია. გავგზავნოთ და ვნახოთ.“
14
და გაიყვანეს ორი წყვილი ცხენი ეტლში შებმული. და გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და თქვა: „წადით და ნახეთ.“
15
და იორდანემდე მიჰყვნენ მათ, და აჰა, მთელი გზა მოფენილია სამოსლითა და ნივთებით, არამელებს რომ დაბნეოდათ ფაციფუცში. გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.
16
და გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი საწყაო გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი საწყაო ქერიც – ერთი შეკელი, მსგავსად უფლის სიტყვისა.
17
კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. და გადათელა კარისკაცი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე.
18
ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: „ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან ერთი საწყაო გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი საწყაო ქერიც – ერთი შეკელი.“
19
და მიუგო მაშინ კარისკაცმა და თქვა: „აჰა, სარკმლებიც რომ გახსნას უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი?“ ღვთისკაცმა კი მიუგო: „შენი თვალით იხილავ, ჭამით კი ვერ შეჭამ.“
20
და ასეც აუხდა. და გადათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25