bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 21
2 Kings 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 22 →
1
მანაშე 12 წლისა იყო, როცა გამეფდა; და 50 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა.
2
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში მსგავსად იმ ხალხების სიბილწისა, რომლებიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
3
და ისევ ააგო გორაკები, ხიზკიამ, მამამისმა რომ მოსპო; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს და მოაწყო აშერა, როგორც ახაბს, ისრაელის მეფეს ჰქონდა გაშენებული; თაყვანს სცემდა მთელს ციურ მხედრობას და ემსახურებოდა მათ.
4
და ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: იერუსალიმში დავიდებო ჩემს სახელს.
5
და აუშენა სამსხვერპლოები მთელ ციურ მხედრობას უფლის ტაძრის ორსავე ეზოში.
6
და ცეცხლში გაატარა თავისი შვილი, და მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა მესულთანენი და მჩხიბავნი. და ბევრ უკუღმართობას აკეთებდა უფლის თვალში მის გასარისხებლად.
7
და გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითსა და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს;
8
აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მის მამებს, ოღონდ მოიქცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, და თანახმად რჯულისა, მოსემ, ჩემმა მსახურმა რომ დაუწესა მათ.“
9
მაგრამ არ ისმინეს, და აცდუნა ისინი მანაშემ და იმ ხალხებზე მეტ ბოროტებას იქმოდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა ისრაელიანთა სახის წინაშე.
10
და ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით:
11
„იმის გამო, რომ მანაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი ჩაიდინა, გადააჭარბა ბოროტის ქმნაში ამორეველებს, მასზე უწინ რომ იყვნენ, და იუდაც აცდუნა თავისი კერპებით,
12
ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ყურები ჟუილს დაუწყებს იმის გამგონეს.
13
სამარიის ლარს და ახაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე, და პირწმინდად ამოვრეცხავ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს.
14
და მივატოვებ ჩემი წილხვედრის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, და საძარცვავად და დასატაცებლად შეიქმნებიან მათი მტრებისთვის.
15
რადგან ბოროტებას იქმოდნენ ჩემს თვალში და მარისხებდნენ იმ დღიდან, რაც მათი მამები გამოვიდნენ ეგვიპტიდან, დღევანდლამდე.“
16
და უბრალო სისხლიც ბევრი დაღვარა მანაშემ, იმდენი, რომ პირთამდე აავსო იერუსალიმი, გარდა იმ ცოდვისა, იუდა რომ აცდუნა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა.
17
მანაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
18
და განისვენა მანაშემ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი სასახლის ბაღში, ყუზას ბაღში. და მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა.
19
22 წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო მეშულემეთი, იოტბაელი ხარუცის ასული.
20
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, მანაშე იქცეოდა.
21
და ყველაფერში იმ გზას ადგა, რომლითაც მამამისი დადიოდა, და ემსახურებოდა იმ კერპებს, რომელთაც მამამისი ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა;
22
და დაივიწყა უფალი, თავისი მამების ღმერთი, და უფლის გზით არ დადიოდა.
23
აუჯანყდნენ ამონს მისი მსახურები და საკუთარ სახლში მოკლეს მეფე.
24
მაგრამ ხალხმა დახოცა მეფე ამონის წინააღმდეგ აჯანყებულნი; და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა.
25
ამონის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
26
და დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში; და მის ნაცვლად მისი ძე იოშია გამეფდა.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25