bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 18
2 Kings 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 19 →
1
ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მესამე წელს გამეფდა ხიზკია, იუდას მეფის, ახაზის ძე.
2
25 წლისა იყო, როცა გამეფდა, და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ზაქარიას ასული აბი.
3
სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა.
4
მან გააუქმა გორაკები და დალეწა სვეტები, და აჩეხა აშერა და დაამტვრია ბრინჯაოს გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ.
5
უფალს, ისრაელის ღმერთს ესავდა იგი; და არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება.
6
და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებებს, მოსეს რომ ამცნო უფალმა.
7
და უფალი იყო მასთან: და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. განუდგა იგი აშურის მეფეს, და აღარ ემსახურებოდა.
8
მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე, საებგურო გოდლიდან ვიდრე გამაგრებულ ქალაქებამდე.
9
მეფე ხიზკიას მეოთხე წელს, (ეს იყო, ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელი), წამოვიდა სამარიაზე შალმანესერი, აშურის მეფე, და ალყა შემოარტყა მას.
10
და აიღო იგი სამი წლის შემდეგ; ხიზკიას მეექვსე წელს, ესე იგი, ისრაელის მეფის, ჰოშეაყის, მეცხრე წელს აიღეს სამარია.
11
და გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელიანები აშურში, და დაასახლა ხალახსა და ხაბორში, გოზანის მდინარესთან, და მიდიის ქალაქებში.
12
იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, თავისი ღვთის ხმა და დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მსახურმა; არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ.
13
ხიზკიას მეთოთხმეტე წელს შეუტია აშურის მეფე სენახერიბმა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქს და ხელთ იგდო ისინი.
14
და შეუთვალა ხიზკიამ, იუდას მეფემ, აშურის მეფეს ლაქიშში: „დამნაშავე ვარ, გაბრუნდი ჩემგან; რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ.“ და დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, 300 ტალანტი ვერცხლი და 30 ტალანტი ოქრო.
15
და გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის ტაძრისა და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა.
16
იმ ხანად შემოაძრო ხიზკიამ უფლის ტაძრის კარებებს და მათ წირთხლებს ოქრო, რომლითაც თავად ხიზკიამ, იუდას მეფემ მოაჭედინა ისინი, და მისცა აშურის მეფეს.
17
და გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიასთან იერუსალიმში. და წავიდნენ და მივიდნენ იერუსალიმში და დადგნენ ზემო ტბორის წყალსადენთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის.
18
და დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიას ძე, მწიგნობარი შებნა და მემატიანე იოახ ასაფის ძე.
19
და უთხრა მათ რაბშაკემ: „უთხარით ხიზკიას: ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, მეფე აშურეთისა: რისი იმედი გაქვს, ასე რომ სასოებ?
20
ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობდი: თათბირი და სიმამაცე უნდაო ბრძოლას. შენ კი ვისი იმედით განმიდექი?
21
დანდობილხარ მაგ გადამსხვრეულ ლერწმის ჯოხს, ეგვიპტეს, რომელსაც, თუ კაცი დაეყრდნობა, ხელში შეერჭობა და მტევანს გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
22
ხოლო თუ მეტყვით: უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიამ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმში?
23
ახლა მოდი, და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. 2 ათას ცხენს მე მოგცემდი, მაგრამ მოგეძებნება კი მათზე შესასხდომად მხედრები?
24
როგორ გააბრუნებ თუნდაც ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმცირეს მსახურთაგან, როცა ეგვიპტის ეტლებისა და ცხენების იმედითა ხარ?
25
მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: შეუტიე მაგ ქვეყანას და გაანადგურეო.“
26
უთხრეს ელიაკიმ ხილკიას ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „ელაპარაკე შენს მსახურთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდეურად ნუ გველაპარაკები იმ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.“
27
და უთხრა მათ რაბშაკემ: „მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარან, რომ თქვენთან ერთად ჭამონ თავისი სკორე და სვან თავისი ფსელი.“
28
და დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდეურად და თქვა: „ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა! აშურის მეფისა!
29
ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიამ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდანო.
30
ნუ გაიმედებთ ხიზკია უფლით და გეუბნებათ: გვიხსნისო უფალი და ხელთ არ ჩაუგდებსო ამ ქალაქს აშურის მეფეს.
31
ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გამოდით ჩემთან, დაე ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა,
32
ვიდრე მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ უსმენთ ხიზკიას, რადგან გაცდუნებთ, რომ გეუბნებათ: უფალი გვიხსნისო.
33
როდის უხსნიათ ღმერთებს თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან?
34
სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყისა და ღივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
35
რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?“
36
და დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისაგან ჰქონდათ ნაბრძანები: „არ გასცეთო პასუხი.“
37
და მივიდნენ სასახლის მოურავი, ელიაკიმ ხილკიას ძე, მწიგნობარი შებნა და იოახ ასაფის ძე – მემატიანე, ხიზკიასთან, შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მეფე რაბშაკეს სიტყვები.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25