bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 24
2 Kings 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 25 →
1
მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მსახური სამი წლის მანძილზე. მერე კი კვლავ განუდგა.
2
მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონიანთა ურდოებს; უსევდა იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით.
3
უფლის ბრძანებით მოეწეოდა ხოლმე ეს იუდას, რათა თავიდან მოეშორებინა იგი მანაშეს ცოდვების გამო, და ყოველივე იმისათვის, რაც მან ჩაიდინა.
4
და იმ უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი. უფალმა არ ინება მისი პატიება.
5
იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
6
განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამებთან და მის ნაცვლად იეჰოიაქინი, მისი ძე გამეფდა.
7
და მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა, ეგვიპტის ნაღვარევიდან მდინარე ევფრატამდე.
8
18 წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ნეხუშთა, იერუსალიმელი ელნათანის ასული.
9
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, მსგავსად მამამისისა.
10
მაშინ დაიძრა ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ლაშქარი იერუსალიმისაკენ და ქალაქი ალყაში მოექცა.
11
და მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ ქალაქი მოქცეული.
12
და გავიდა იეჰოიაქინი, იუდას მეფე, ბაბილონის მეფესთან, და გავიდნენ დედამისიც, მისი მსახურნიც და დიდებულნიც, და კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ თავისი მეფობის მერვე წელს.
13
და გაზიდა იქიდან უფლის ტაძრის განძეული და მეფის სახლის განძეული, და დაამსხვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გააკეთა სოლომონმა, ისრაელის მეფემ უფლის ტაძარში.
14
და გაასახლა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი – 10 ათასი კაცი იყო გასახლებული – ყველა ხურო და მჭედელი; არავინ დარჩენილა, ქვეყნის ღარიბთა გარდა.
15
და გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს, და მეფის დედა, და მეფის ცოლები, და მისი საჭურისნი, და ძლიერნი ქვეყნისანი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად.
16
ყველა მეომარი – 7 ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები – 100 კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად.
17
და დასვა მეფედ ბაბილონის მეფემ იოიაქინის ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ცედეკია უწოდა.
18
21 წლისა იყო ცედეკია, როცა გამეფდა, და 11 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხამუტალი, ლიბნელი იერემიას ასული.
19
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში მსგავსად იეჰოიაკიმისა.
20
და მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. და განუდგა ცედეკია ბაბილონის მეფეს.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25