bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 11
2 Kings 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 12 →
1
როცა დაინახა ღათალიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა მთელი სამეფო მოდგმა.
2
მაგრამ იოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, აიყვანა იოაში, ახაზიას ძე, და მოიპარა დასახოცად განწირულ უფლისწულთაგან; და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალეს ღათალიასგან, და ვერ მოკლეს.
3
ექვს წელს მალავდნენ იმასთან ერთად უფლის სახლში, მაშინ როცა ღათალია მეფობდა ქვეყანაზე.
4
მეშვიდე წელს დაიბარა იეჰოიადაყმა მცველთა და მალემსრბოლთა ასისთავები და შეიყვანა ისინი უფლის სახლში, და აღთქმა მოსთხოვა მათ, და დააფიცა უფლის სახლში და აჩვენა მეფის ძე.
5
და უბრძანა მათ და უთხრა: „აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თქვენგან მესამედმა, შაბათს მომსვლელთაგან, მეფის სასახლეში უნდა იყარაულოს.
6
(მესამედმა – სურის კარიბჭესთან, მესამედმაც – კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან რომ არის). მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში.
7
თქვენგან ორმა ნაწილმა, შაბათს გამომსვლელთაგან, უფლის სახლში უნდა იყარაულოს მეფის წინაშე.
8
გარს შემოერტყით მეფეს იარაღით ხელში და, ვინც რიგებში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს მისი გამოსვლისას და შესვლისას.“
9
ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც უბრძანა მათ იეჰოიადაყ მღვდელმა, და წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი – შაბათს მომსვლელნი, შაბათს გამსვლელებთან ერთად – და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ.
10
და დაურიგა მღვდელმა ასისთავებს მეფე დავითის შუბები და ფარები, უფლის სახლში რომ იყო.
11
და დადგნენ მალემსრბოლები იარაღით ხელში სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.
12
და გამოიყვანა მღვდელმა მეფის ძე, დაადგა სამეფო გვირგვინი და დასცა დასტური, და გაამეფეს და სცხეს, და ტაშს უკრავდნენ და ამბობდნენ: „დღეგრძელი იყოს მეფე!“
13
და შემოესმა ღათალიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში.
14
და დაინახა წესისამებრ სვეტთან მდგარი მეფე, და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით. მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. და დაიპო სამოსელი ღათალიამ და იყვირა: „ღალატია! ღალატი!“
15
და უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს – მხედართმთავრებს, და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ ღათალია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით,“ რადგან მღვდელმა იფიქრა, უფლის სახლში არ მოკლანო.
16
გზა მისცეს და წავიდა სასახლისკენ ცხენთა შესასვლელით და იქ მოკლეს.
17
და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა უფალს, მეფესა და ერს შორის, რათა საუფლო ერი ყოფილიყო; და – მეფესა და ერს შორის.
18
და შევიდა მთელი ქვეყნის ერი ბაყალის სახლში და დაანგრია იგი სამსხვერპლოიანად, და დალეწა მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. და დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე.
19
და წამოიყვანა ასისთავები, სასახლის მცველები, მალემსრბოლები და ქვეყნის ერი და მათაც გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მცველთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ; და მეფეთა ტახტზე დაჯდა იგი.
20
და გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღათალია მახვილით მოკლეს სამეფო სახლში.
21
შვიდი წლისა იყო იეჰოაში, როცა გამეფდა.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25