bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 1
Matthew 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 2 →
1
წიგნი შობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2
აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3
იუდამ შვა ფერეზი და ზარა თამარისგან; ფერეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;
4
არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;
5
სალმონმა შვა ბოაზი რაჰაბისაგან; ბოაზმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე;
6
იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;
7
სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;
8
ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;
9
ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია;
10
ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;
11
იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონში გადასახლებამდე;
12
ბაბილონის გადასახლების შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;
13
ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14
აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;
15
ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი;
16
იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც უწოდებენ ქრისტეს.
17
ამრიგად, ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე – 14 თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე – 14 თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე – 14 თაობა.
18
ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: მისი დედა მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, დაორსულებული აღმოჩნდა სულიწმიდის მიერ.
19
ხოლო იოსებმა, მისმა ქმარმა, მართალმა კაცმა, არ ისურვა მისი გამხელა და განიზრახა მისი ფარულად გაშვება.
20
და როდესაც ამას განიზრახავდა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გაშინებს მარიამის მიღება ცოლად, რადგან ის, ვინც მან უნდა შვას, სულიწმიდისგან არის.
21
შობს ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მისი ცოდვებისაგან.“
22
ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს:
23
„აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“
24
სიზმრისგან გამოღვიძებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25
და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე, და უწოდა მას სახელად იესო.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28