bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 8
Matthew 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 9 →
1
ხოლო როდესაც მთიდან ჩამოდიოდა, დიდძალი ხალხი მისდევდა უკან.
2
და აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“
3
იესომ გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან.
4
ეუბნება მას იესო: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რომელიც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.“
5
კაპერნაუმში შესვლისას, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა
6
და უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს, დამბლადაცემული, და სასტიკად იტანჯება.“
7
იესო ეუბნება: „მოვალ და განვკურნავ მას.“
8
და მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, ჩემს ჭერქვეშ რომ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
9
რადგან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი! და მიდის. სხვას, მოდი! და მოდის. და ვეუბნები ჩემს მონას, ეს გააკეთე! და აკეთებს.“
10
ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.
11
გეუბნებით თქვენ, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად ცათა სასუფეველში.
12
ხოლო სასუფევლის შვილები გაიყრებიან გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“
13
და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც გწამს, ისე მოგეგოს.“ და განიკურნა მისი მსახური იმავე საათს.
14
მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, სიცხით შეპყრობილი.
15
შეეხო მის ხელს და გაუარა მას სიცხემ. წამოდგა და ემსახურებოდა მათ.
16
ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა.
17
რათა აღსრულებულიყო თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „მან იკისრა ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.“
18
ხოლო როდესაც იესომ თავის გარშემო დიდძალი ხალხი დაინახა, ბრძანა გაღმა გასულიყვნენ.
19
მიუახლოვდა მას ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ.“
20
ეუბნება მას იესო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკი.“
21
ხოლო სხვამ მოწაფეთაგან უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“
22
იესო კი ეუბნება მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“
23
ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.
24
და, აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა.
25
და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“
26
და უთხრა მათ: – რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო? – მერე წამოდგა, შერისხა ქარებს და ზღვას, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.
27
ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?“
28
და როდესაც გაღმა, ღადარენელთა მხარეში მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ, ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.
29
და, აჰა, ატეხეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“
30
მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი.
31
ეშმაკები სთხოვდნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში შეგვიშვი.“
32
უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და, აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა.
33
მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და მოყვნენ ყველაფერს, რაც ეშმაკეულებს დაემართათ.
34
და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და რომ დაინახეს იგი, სთხოვეს, რომ გასცლოდა მათ საზღვრებს.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28