bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 10
Matthew 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 11 →
1
და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება უწმიდურ სულებზე, მათ განსადევნად და ყოველგვარი სენისა და ყოველგვარი უძლურების განსაკურნებლად.
2
ხოლო 12 მოციქულის სახელებია: პირველი – სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე,
3
ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და თადეოსი,
4
სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5
ეს 12 მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: „წარმართთა გზებზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ.
6
არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
7
და როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
8
სნეულები განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანები განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცით.
9
ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს ნუ წაიღებთ თან თქვენი სარტყლებით.
10
ნურც გუდას გზისთვის, ნურც ორ პერანგს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი.
11
რომელ ქალაქში ან დაბაშიც შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსი, და დარჩით მასთან, ვიდრე გამოხვიდოდეთ,
12
ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უსურვეთ მშვიდობა.
13
და თუ სახლი ღირსი იქნება, დაე მიუვიდეს მას თქვენი მშვიდობა. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ.
14
ხოლო თუ ვინმე არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენს თქვენს სიტყვებს, ამ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფეხთაგან.
15
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განსჯის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
16
აჰა, მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგლებს შორის. მაშ იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17
მოერიდეთ ადამიანებს, რადგან ისინი გადაგცემენ სინედრიონს და თავიანთ სინაგოგებში გაგამათრახებენ თქვენ.
18
და წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19
ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა თქვათ, ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.
20
რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
21
ძმა ძმას გასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22
და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. ხოლო ბოლომდე მომთმენი გადარჩება.
23
როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორეში გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების მოვლას, რომ მოვა კაცის ძე.
24
არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, და არც მონა თავის ბატონზე მეტი.
25
საკმარისია მოწაფისათვის იყოს ისეთი, როგორიც მისი მოძღვარია და მონისათვის – როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, განა უარესს არ იტყვიან მის შინაურებზე?
26
ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება და დამალული, რაც არ გახდება ცნობილი.
27
რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძს. გეშინოდეთ უფრო მეტად მისი, ვისაც შეუძლია დაღუპვა სულისაც და სხეულისაც გეენაში.
29
განა ერთ ასარად არ იყიდება ორი ბეღურა? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის გარეშე.
30
ხოლო თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია.
31
ნუ გეშინიათ: თქვენ ამ ბეღურებზე ბევრად უფრო ძვირფასნი ხართ.
32
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33
ხოლო ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34
ნუ იფიქრებთ, რომ მიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
35
რადგან მოვედი, რათა გავყო ადამიანი თავისი მამისაგან, ასული – თავისი დედისაგან და რძალი – თავისი დედამთილისაგან.
36
და საკუთარი შინაურები იქნებიან ადამიანის მტრები.
37
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი.
38
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი.
39
თავისი სამშვინველის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სამშვინველის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.
40
ვინც თქვენ მიგიღებთ, ის მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელს მიიღებს.
41
ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.
42
და ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28