bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 17
Matthew 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 18 →
1
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.
2
და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსი გასპეტაკდა როგორც ნათელი.
3
და, აჰა, ეჩვენნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი.
4
და უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა! თუ გნებავს, გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“
5
ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა მოუჩრდილა მათ, და გაისმა ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც არის ჩემი სათნოება. მას უსმინეთ!“
6
გაიგონეს მოწაფეებმა და პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ.
7
და მიუახლოვდა იესო, შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ.“
8
თვალი რომ გაახილეს, ვეღარავინ დაინახეს, იესოს გარდა.
9
და როდესაც მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავისთან არაფერი თქვათ ამ ხილვაზე, ვიდრე კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება.“
10
შეეკითხნენ მას მოწაფეები: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს?“
11
ხოლო მან მიუგო და თქვა: „ნამდვილად, ელია მოვა და ყოველივეს აღადგენს.
12
გეუბნებით თქვენ, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა.“
13
მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ამბობდა.
14
და როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე
15
და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, რადგან წარამარა ცეცხლში ვარდება ან წყალში.
16
მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.“
17
მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? მომგვარეთ მე იგი!“
18
და შერისხა იესომ და ეშმაკი გამოვიდა მისგან და იმავე ჟამს განიკურნა ყმაწვილი.
19
მაშინ განმარტოებით მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჩუმად უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“
20
ხოლო იესომ უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: გადადი აქედან იქით, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
21
ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.“
22
გალილეაში გაბრუნებისას უთხრა მათ იესომ: „კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში,
23
და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ და მეტისმეტად შეწუხდნენ ისინი.
24
კაპერნაუმში მისვლისას მიადგნენ პეტრეს დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“
25
ეუბნება: „გადაიხდის.“ როცა ის სახლში შედიოდა, იესო მიუახლოვდა მას და უთხრა: „როგორ გგონია, სიმონ, მიწიერი მეფეები ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან თუ უცხოელთაგან?“
26
ხოლო როდესაც უპასუხა: „უცხოელთაგან,“ უთხრა მას იესომ: „მაშ, ძენი თავისუფლები არიან.
27
მაგრამ, რომ არ დავაეჭვოთ ისინი, წადი ზღვაზე, გადააგდე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. მიიტანე და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28