bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 2
Matthew 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 3 →
1
როდესაც იშვა იესო იუდეის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, მოვიდნენ იერუსალიმში მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს:
2
„სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.“
3
ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4
და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარი და ეკითხებოდა მათ: „სად უნდა იშვას ქრისტე?“
5
მათ უთხრეს: „იუდეის ბეთლემში. რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6
‘და შენ, ბეთლემ, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავარ ქალაქებს შორის; რადგან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს.’“
7
მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი,
8
და წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: „წადით, ზუსტად გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როდესაც იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.“
9
ეს რომ მოისმინეს მეფისგან, წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და არ დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა.
10
ვარსკვლავი რომ დაინახეს, ფრიად გაიხარეს.
11
და როდესაც სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12
და რაკი სიზმარში მიიღეს გაფრთხილება – არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13
როდესაც ისინი წავიდნენ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.“
14
მაშინ ადგა იოსები და წაიყვანა ყრმა და დედამისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში.
15
და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.“
16
როდესაც დაინახა, რომ გაწბილებული დარჩა მოგვებისგან, განრისხდა ჰეროდე და მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსი ბეთლემსა და მთელ მის საზღვრებში, იმ დროის მიხედვით, რომელიც მოგვებისგან შეიტყო.
17
მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18
„ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, რადგან აღარ არიან ისინი.“
19
ხოლო როდესაც ჰეროდე აღესრულა, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში
20
და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და მისი დედა და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდა.“
21
ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22
მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ იუდეაში მისი მამის, ჰეროდეს ნაცვლად მეფობს არქელაოსი, შეეშინდა იქ წასვლა; და სიზმრად მიიღო ბრძანება და წავიდა გალილეის მხარეში.
23
და მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, რომ მას ნაზარეველი დაერქმევა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28