bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 22
Matthew 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 23 →
1
და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ:
2
„ცათა სასუფეველი ჰგავს კაცს, მეფეს, რომელმაც ქორწილი გაუმართა თავის ძეს.
3
და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა მოსაპატიჟებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა.
4
კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით წვეულებს: აჰა, გამზადებულია ჩემი სუფრა, ჩემი ხარები და ნასუქალი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’
5
მათ კი ყური არ ათხოვეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭროში.
6
სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
7
მეფემ რომ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი რაზმი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
8
მაშინ უთხრა თავის მონებს: ‘ქორწილი მზად არის, მაგრამ წვეულები არ იყვნენ ღირსნი.
9
ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და მოიწვიეთ ქორწილში ყველა, ვისაც იპოვით.’
10
და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი იპოვეს, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო მეინახეებით.
11
შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსი არ ეცვა,
12
და ეუბნება მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა.
13
მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘შეუკარით მაგას ხელ-ფეხი და გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
14
რადგან წვეულნი ბევრნი არიან, რჩეულნი კი მცირედნი.“
15
მაშინ ფარისევლები შეიკრიბნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაზე.
16
და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას.
17
მაშ, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“
18
მიხვდა იესო მათ მზაკვრობას და თქვა: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
19
მაჩვენეთ ხარკის მონეტა.“ და მიუტანეს მას დინარი.
20
და ეუბნება მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“
21
ეუბნებიან მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს!“
22
ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, დატოვეს იგი და წავიდნენ.
23
იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ არ არსებობს აღდგომა და შეეკითხნენ მას:
24
„მოძღვარო, მოსემ თქვა: ‘თუ ვინმე უშვილოდ მოკვდება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’
25
გვყავდა ჩვენ შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. ნაშიერი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.
26
ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
27
ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა.
28
მაშ აღდგომის ჟამს იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა.“
29
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
30
რადგან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.
31
ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისაგან თქვენთვის თქმული:
32
‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა’? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლების.“
33
და ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
34
როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, რომ სადუკეველები გააჩუმა, შეიკრიბნენ ერთად.
35
და შეეკითხა მას ერთი მათგანი, რჯულის მცოდნე, გამოსაცდელად:
36
„მოძღვარო, რომელი მცნებაა რჯულში ყველაზე დიდი?“
37
უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’
38
ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება.
39
და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’
40
ამ ორ მცნებას ემყარება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“
41
როდესაც ფარისევლები შეიკრიბნენ, იესო შეეკითხა მათ:
42
„რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა.“
43
ეუბნება მათ: „მაშ როგორღა უწოდებს დავითი სულით მას უფალს, როდესაც ამბობს:
44
‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ?’
45
თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მაშ მისი ძე როგორღაა?“
46
და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება და არავის გაუბედავს იმ დღიდან შეკითხოდა მას.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28