bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 9
Matthew 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 10 →
1
და ჩაჯდა ნავში, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში.
2
და, აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დამბლადაცემული. და როდესაც იხილა იესომ მათი რწმენა, უთხრა დამბლადაცემულს: „გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.“
3
მაშინ ზოგიერთმა მწიგნობართაგან თავისთვის თქვა: „ღმერთს გმობს ეს კაცი.“
4
და მიხვდა იესო მათ ფიქრებს და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?
5
რისი თქმა უფრო ადვილია: ‘მოგეტევა შენი ცოდვები,’ თუ თქმა: ‘ადექი და იარე?’
6
ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ხელმწიფება დედამიწაზე ცოდვების მიტევებისა,“ – უთხრა დამბლადაცემულს: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.“
7
ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.
8
ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.
9
იქაურობას რომ გაშორდა, დაინახა იესომ კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი მე.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას.
10
და როდესაც სუფრასთან იჯდა მასთან სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსა და მის მოწაფეთა გვერდით.
11
ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“
12
ეს რომ გაიგონა, მან თქვა: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ, არამედ სნეულებს.
13
წადით და შეისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა.“
14
მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“
15
და უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე სიძე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ მათ და მაშინ იმარხულებენ.
16
არავინ აკერებს ძველ ტანსაცმელს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსს და უარეს ნახევს გააჩენს.
17
არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რადგან ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.“
18
როცა ამას ეუბნებოდა მათ, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ეს-ესაა ქალიშვილი მომიკვდა, მაგრამ მოდი, დაადე მას ხელი და იცოცხლებს.“
19
და წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც.
20
და აჰა, ერთი ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე იტანჯებოდა სისხლდენით, უკანიდან მიუახლოვდა მას და შეეხო მისი სამოსის კალთას.
21
რადგან თავისთვის ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“
22
ხოლო იესო შემობრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ და მაშინვე განიკურნა ქალი.
23
მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეშფოთებული ხალხი,
24
და უთხრა მათ: „გაშორდით აქაურობას, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და დასცინოდნენ მას.
25
და როდესაც გაიყვანეს ხალხი გარეთ, შევიდა, მოჰკიდა ხელი ხელზე და წამოდგა გოგონა.
26
და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.
27
და როდესაც იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა ყვირილით, და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, დავითის ძევ!“
28
სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და ეუბნება მათ იესო: „გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება?“ ეუბნებიან მას: „დიახ, უფალო!“
29
მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“
30
და აეხილათ მათ თვალები. და მკაცრად გააფრთხილა ისინი იესომ და უთხრა: „იცოდეთ, არავინ გაიგოს.“
31
მათ კი, როდესაც გავიდნენ, მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.
32
ისინი რომ გავიდნენ, მიუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი.
33
და როცა ეშმაკი განდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. და უკვირდა ხალხს და ამბობდა: „ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ისრაელში.“
34
ფარისევლები კი ამბობდნენ: „ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.“
35
და დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და დაბაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.
36
ხალხის სიმრავლე რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან დამაშვრალნი და უმწეონი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.
37
მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – მცირენი.
38
ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28