bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 21
Matthew 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 22 →
1
და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე
2
და უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და ჩოჩორს მასთან ერთად. აუშვით და მომიყვანეთ.
3
და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: ‘უფალს სჭირდება’ და მაშინვე გამოგზავნის მათ.“
4
ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
5
„უთხარით სიონის ასულს: ‘აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.’“
6
მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ.
7
მოუყვანეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსი და დაჯდა მათზე.
8
დიდძალი ხალხი თავის სამოსს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებს რტოებს აჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
9
ხოლო ხალხი, რომელიც წინ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“
10
და როდესაც შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: „ვინ არის ეს?“
11
ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“
12
და შევიდა იესო ტაძარში და გამოყარა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა ფულის მცვლელთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები.
13
და ეუბნებოდა მათ, დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი!“
14
და მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი.
15
ხოლო როდესაც დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაულები, რომლებიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: „ოსანა დავითის ძეს,“ – გული მოუვიდათ,
16
და უთხრეს მას: „გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესო ეუბნება მათ: „დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით განიმზადე ქება.’“
17
და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.
18
განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.
19
და გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და რომ ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი!“ და მყისვე გახმა ლეღვი.
20
და დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცებ გახმა ეს ლეღვი!“
21
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთას რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდი, ასეც მოხდება.
22
ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“
23
და როდესაც შევიდა ტაძარში და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“
24
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
25
საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთთან თათბირობდნენ და ამბობდნენ: თუ ვიტყვით – ზეციდან, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთ მას?
26
ხოლო თუ ვიტყვით, კაცთაგან, ხალხისა გვეშინია, რადგან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“
27
და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით.“ მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“
28
აბა, რას იტყვით ამაზე: „ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’
29
მან მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა.
30
მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან მიუგო და უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა.
31
ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ ეუბნებიან: „პირველმა.“ ეუბნება მათ იესო: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სასუფეველში.
32
რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ შეიცვალეთ გონება, რათა გერწმუნათ იგი.
33
ისმინეთ სხვა იგავი: იყო კაცი – მამულის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწის მუშაკთ ჩააბარა და წავიდა.
34
და როდესაც რთველი მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწის მუშაკთ თავისი მოსავლის მისაღებად.
35
მიწის მუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგს სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგი ჩაქოლეს.
36
კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, და იმათაც ასევე მოექცნენ.
37
ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ‘ჩემი ძისა მოერიდებათ.’
38
მიწის მუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდით, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’
39
და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს.
40
მაშ, როდესაც მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მიწის მუშაკთ?“
41
ეუბნებიან მას: „ამ ბოროტებს ბოროტად დაღუპავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწის მუშაკთ, რომლებიც მოსავალს თავის დროზე მისცემენ.“
42
ეუბნება მათ იესო: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.’
43
ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სასუფეველი და მიეცემა ერებს, რომლებიც გამოიღებენ მის ნაყოფს.
44
და ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“
45
როდესაც მოისმინეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.
46
და ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28