bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 25
Matthew 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 26 →
1
ცათა სასუფეველი მსგავსია ათი ქალწულისა, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ სიძის შესახვედრად.
2
ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი.
3
უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან.
4
ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით.
5
სიძე რომ იგვიანებდა, ყველას ჩასთვლიმა და დაეძინა.
6
შუაღამისას კი გაისმა ძახილი: ‘აჰა, სიძე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’
7
მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები.
8
უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, რადგან ლამპრები გვიქრება.’
9
მიუგეს გონიერებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’
10
ხოლო როდესაც ისინი საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხურა.
11
მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’
12
ხოლო მან მიუგო და თქვა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ!’
13
მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.
14
ასევე, მსგავსია ცათა სასუფეველი იმისა, რომ კაცმა, როდესაც გამგზავრებას დააპირებს, უხმოს თავის მონებს და ჩააბაროს თავისი ქონება.
15
ერთს ხუთი ტალანტი მისცეს, მეორეს – ორი და სხვას – ერთი, თითოეულს მისი უნარის მიხედვით, და წავიდეს.
16
ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდეს, ივაჭროს და სხვა ხუთი მოიგოს.
17
ასევე ორის მიმღებმაც კიდევ ორი სხვა მოიგოს.
18
ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდეს, ამოთხაროს მიწა და დაფლას თავისი ბატონის ვერცხლი.
19
კარგა ხნის შემდეგ მოვიდეს იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხოს მათ.
20
მოვიდეს ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მოუტანოს და უთხრას: ‘ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.’
21
ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’
22
მოვიდეს ორი ტალანტის მიმღები და უთხრას: ‘ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.’
23
ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’
24
მოვიდეს ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრას: ‘ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი ადამიანი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.
25
შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.’
26
მიუგებს მას მისი ბატონი და ეტყვის: ‘ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია.
27
ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი.
28
ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.
29
რადგან ყველა მქონებელს მიეცემა და გაუმრავლდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
30
ეს უვარგისი მონა კი გააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
31
ხოლო როდესაც მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
32
და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.
33
და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს – მარცხნივ.
34
მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამყაროს დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.
35
რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,
36
შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’
37
მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
38
როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
39
როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’
40
და მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’
41
და მაშინ ეტყვის იმათაც, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.
42
რადგან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით,
43
უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული და საპყრობილეში მყოფი, და არ მინახულეთ.’
44
მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და არ გემსახურეთ?’
45
მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’
46
და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.“
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28