bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 14
Matthew 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 15 →
1
იმ დროს ესმა ჰეროდე ტეტრარქს იესოს ამბავი.
2
და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ მოქმედებენ მასში ძალნი.“
3
რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, გამო.
4
რადგან იოანე ეუბნებოდა მას: „არა გაქვს უფლება, რომ შენ გყავდეს ის.“
5
და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
6
ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და ისე მოეწონა ჰეროდეს,
7
რომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რასაც მოითხოვდა.
8
ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.“
9
და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა.
10
და გაგზავნა და მოაკვეთინა თავი იოანესთვის საპყრობილეში.
11
და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა.
12
და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. და მივიდნენ და აუწყეს იესოს.
13
ხოლო როდესაც გაიგო იესომ, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და როდესაც ეს ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან.
14
და როდესაც გადმოვიდა, უამრავი ხალხი დაინახა და შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
15
როდესაც მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბური ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის.“
16
იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით მათ საკვები.“
17
მათ უთხრეს: „აქ არაფერი გვაქვს, გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა.“
18
მან თქვა: „მომიტანეთ აქ.“
19
და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს.
20
და ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან 12 სავსე გოდორი აკრიფეს.
21
მჭამელი კი 5 ათასამდე კაცი იქნებოდა, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
22
და მაშინვე უბრძანა იესომ თავის მოწაფეებს, ჩამსხდარიყვნენ ნავში და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა.
23
და როდესაც გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ.
24
ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე დაშორებოდა ხმელეთს და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო.
25
ღამის მეოთხე სადარაჯოზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით.
26
ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: „მოჩვენებაა!“ და შიშისაგან შეჰყვირეს.
27
მაგრამ იესო მყისვე დაელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“
28
მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალზე.“
29
მან უთხრა: „მოდი!“ და გადმოვიდა პეტრე ნავიდან და წყალზე წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო.
30
მაგრამ როდესაც დაინახა, როგორი ძლიერი ქარი იყო, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“
31
იესომ მყისვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“
32
როდესაც ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა.
33
ნავში მყოფები დაემხნენ მის წინ და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ.“
34
და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის მიწაზე.
35
და იცნო იმ ადგილის ხალხმა იგი, შეატყობინეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი
36
და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28