bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 4
Matthew 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 5 →
1
მაშინ აყვანილ იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად.
2
და ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა.
3
და მიუხდა მას მაცდური და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“
4
ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“
5
მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.
6
და უთხრა მას: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვას.’“
7
უთხრა მას იესომ – დაწერილია ასევე: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.“
8
წაიყვანა კვლავ იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება.
9
და უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე.“
10
მაშინ ეუბნება მას იესო: „განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: ‘უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“
11
მაშინ დატოვა იგი ეშმაკმა და, აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.
12
როდესაც გაიგო იესომ, რომ იოანე საპყრობილეშია, წავიდა გალილეას.
13
და დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვისპირა კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალემის საზღვრებში,
14
რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
15
„ზებულონის მიწავ და ნეფთალემის მიწავ, ზღვისპირა გზავ იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეავ!
16
ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, და სიკვდილის ქვეყანასა და ჩრდილში მსხდომთ ნათელი გამოუბრწყინდა.“
17
იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვებულია ცათა სასუფეველი.“
18
ხოლო როდესაც გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ისინი ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ.
19
და ეუბნება მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.
20
და მათ მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.
21
იქიდან რომ წამოვიდა, დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი, ზებედეს ძე, და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ, და მოუხმო მათ.
22
და მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.
23
და დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
24
და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებითა და სატანჯველით შეპყრობილი, ეშმაკეული, მთვარეული, დამბლადაცემული და ის კურნავდა მათ.
25
და აედევნა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28