bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 23
Matthew 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 24 →
1
მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს,
2
და თქვა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3
ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი მოგთხოვენ, შეასრულეთ და დაიცავით, მაგრამ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, რადგან ამბობენ და არ ასრულებენ.
4
კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.
5
ყველა თავიანთ საქმეს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს;
6
უყვართ სერობებზე სათავეში ჯდომა და წინა ადგილებზე – სინაგოგებში,
7
და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა მიმართონ მათ: ‘რაბი!’
8
თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9
ნურც მამას უწოდებთ ნურავის დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ თქვენ – ცაში.
10
ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ თქვენ წინამძღოლი – ქრისტე.
11
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
12
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.
13
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სამეფოს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც სხვა შემავალთ უშვებთ.
14
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამიტომ კიდევ უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
15
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ ხდით, საკუთარ თავზე ორჯერ უარესად.
16
ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო.
17
ბრიყვებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც ოქროს წმედს?
18
და ამბობთ: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო.
19
ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს?
20
ამრიგად, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
21
და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც.
22
და ვინც ცას იფიცებს, ის იფიცებს ღმერთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.
23
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და ძირას მეათედს და მიატოვეთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია რჯულში – სამართალი, წყალობა და რწმენა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.
24
ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემის მყლაპავებო!
25
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსე ხართ ნატაცებით და სიხარბით.
26
ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
27
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსე არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.
28
ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
29
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს
30
და ამბობთ: ‘ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი მოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.’
31
ამრიგად, საკუთარი თავის შესახებ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
32
ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაული!
33
იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენას სასჯელს?
34
ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენთ და მწიგნობრებს. და ზოგს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაამათრახებთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში,
35
რომ გეწიოთ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით.
36
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეკითხება ამ თაობას.
37
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
38
აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი აოხრებული.
39
რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28