bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 27
Matthew 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 28 →
1
გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ითათბირა იესოს წინააღმდეგ და გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ იგი.
2
და შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს – გამგებელს.
3
როდესაც დაინახა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან დაუბრუნა 30 ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს,
4
და თქვა: „შევცოდე, – უბრალო სისხლი გავეცი.“ მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.“
5
და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გაშორდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
6
მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: „არ ეგების ტაძრის საგანძურში ამის დადება, რადგან სისხლის საფასურია.“
7
მოითათბირეს და იყიდეს ამ ვერცხლით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად.
8
ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი.
9
მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველი იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს 30 ვერცხლი, ფასი შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ,
10
და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.“
11
ხოლო იესო წარსდგა გამგებლის წინაშე და ჰკითხა მას გამგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ იესომ უთხრა: „შენ ამბობ.“
12
და როდესაც ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერს პასუხობდა.
13
მაშინ ეუბნება მას პილატე: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?“
14
და არც ერთ მის სიტყვაზე არ უპასუხია, ისე რომ ძალიან უკვირდა გამგებელს.
15
დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა გამგებელს – ათავისუფლებდა პატიმარს, რომელსაც ხალხი მოისურვებდა.
16
იყო მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული.
17
როდესაც მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“
18
რადგან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
19
ხოლო როდესაც ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა გაუგზავნა და უთხრა: „არაფერი უყო მაგ მართალს, რადგან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.“
20
ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ.
21
მიუგო გამგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა.“
22
ეუბნება მათ პილატე: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!“
23
ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი დაჟინებით ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!“
24
როდესაც პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, დაიბანა ხელები ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.“
25
მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.“
26
მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
27
მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს.
28
და განძარცვეს იგი და ძოწეულის მოსასხამით შემოსეს.
29
და დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწმის კვერთხი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“
30
და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში.
31
დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს მისივე სამოსი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
32
და როდესაც გამოდიოდნენ, პოვეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი, და აიძულეს წამოეღო მისი ჯვარი.
33
და მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
34
მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და რომ იგემა, შესმა არ ინდომა.
35
ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
36
და დასხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას.
37
და დაუდგეს თავს ზემოთ წარწერა ბრალდებით: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.
38
მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ.
39
გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას.
40
და ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.“
41
ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:
42
„სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.“
43
ღმერთს იყო მინდობილი და იხსნას იგი ახლა, თუ ნებავს, რადგან ამბობდა, ღმერთის ძე ვარო.
44
და მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
45
მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
46
მეცხრე საათი იქნებოდა, როდესაც შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“
47
იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგეს და თქვეს, ელიას უხმობსო.
48
და მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად.
49
დანარჩენები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად.“
50
ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და განუტევა სული.
51
და, აჰა, ტაძრის ფარდა გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა დედამიწა, და კლდეები დასკდა.
52
და სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა.
53
და გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ.
54
ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო.“
55
იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
56
მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა.
57
და როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე დაემოწაფა იესოს.
58
მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს სხეული. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ.
59
და აიღო იოსებმა სხეული და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
60
და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.
61
იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის პირდაპირ ისხდნენ.
62
მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან
63
და თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
64
ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება.“
65
უთხრა მათ პილატემ: „გყავთ თქვენ დარაჯები. წადით და დაიცავით, როგორც იცით.“
66
ისინი წავიდნენ და დაიცვეს სამარხი: დაბეჭდეს ლოდი და დარაჯები დაუყენეს.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28