bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 11
Matthew 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 12 →
1
და როდესაც დაასრულა იესომ თავისი 12 მოწაფის დამოძღვრა, წავიდა იქიდან, რომ ესწავლებინა და ექადაგა მათ ქალაქებში.
2
ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და გაგზავნა თავისი ორი მოწაფე,
3
რათა ეკითხათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“
4
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით და მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
5
ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
6
და ნეტარია, ვინც არ დაეჭვდება ჩემში.“
7
როდესაც ისინი წავიდნენ, იესომ უთხრა ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გადიოდით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?
8
მაშ, რისთვის გადიოდით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.
9
მაშ, რისთვის გადიოდით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე მეტისაც.
10
რადგან ეს არის ის, ვისზეც დაწერილია: ‘აჰა, მე მოვავლენ შენს წინ ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’
11
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.
12
იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას.
13
რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდა.
14
და თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
15
ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
16
მაგრამ ვის ვამსგავო ეს თაობა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს
17
და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და ვერ აგაცეკვეთ, გოდება გაგიმართეთ და არ იგლოვეთ.’
18
მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკეულიაო.
19
მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, რომელიც ჭამს და ღვინოს სვამს, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ ხოლო სიბრძნე თავისი საქმეებით მართლდება.“
20
მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც აღსრულდა უმეტესი მის ძალთაგან, იმის გამო, რომ არ მოინანიეს.
21
„ვაი შენ, ქორაზინ, და ვაი შენ, ბეთსაიდა! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ ქმნილიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან იქმნა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ.
22
ხოლო თქვენ გეუბნებით: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განსჯის დღეს, ვიდრე თქვენ.
23
შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ის ძალნი, შენში რომ გამოვლინდა, დღემდე იდგებოდა.
24
ხოლო თქვენ გეუბნებით, – სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება სასჯელის დღეს, ვიდრე შენ.“
25
და მაშინ მიმართა იესომ და თქვა: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაფარე ეს ბრძენთა და გონიერთაგან და განუცხადე ჩვილებს.
26
დიახ, მამაო! რადგან ასეთი იყო შენი კეთილი ნება.
27
ყოველივე მომეცა მე ჩემი მამის მიერ და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს.
28
მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.
29
დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30
რადგან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28