bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 7
Matthew 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 8 →
1
ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ.
2
რადგან, როგორი განსჯითაც განსჯით, იმავეთი განისჯებით; და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
3
რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
4
ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘მოდი, ამოგიღო თვალიდან წველი’ და, აჰა, შენს თვალში კი დირეა!
5
თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან.
6
ნუ მისცემთ სიწმიდეს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.
7
ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და ჰპოვებთ. დარეკეთ და გაგეღებათ.
8
რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება.
9
განა არის თქვენს შორის კაცი, რომელსაც საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?
10
ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?
11
მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მით უფრო თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს მათ, ვინც სთხოვს.
12
ამიტომ, ყველაფერი, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც ასევე გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
13
შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპვისაკენ მიმავალი გზა, და მრავალნი არიან მასზე მავალნი.
14
რადგან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი არიან, ვინც ჰპოვებს მას.
15
ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან.
16
მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს?
17
ამგვარად, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო უკეთური ხე ცუდ ნაყოფს ისხამს.
18
არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უკეთურ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება.
19
ყოველ ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
20
ამგვარად, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
21
ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
22
ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს? და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?’
23
მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!’
24
ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.
25
და მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.
26
ხოლო ყველა, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
27
მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა ის, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა.“
28
და როდესაც იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით,
29
რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28