bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 20
Matthew 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 21 →
1
რადგან ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს – მამულის პატრონს, რომელიც დილით ადრე გავიდა მუშაკთა დასაქირავებლად თავისი ვენახისთვის,
2
მოურიგდა მუშაკებს დღეში თითო დინარად და გაისტუმრა თავის ვენახში.
3
ასე მესამე საათს, გავიდა და დაინახა სხვები, მოედანზე უქმად მდგარნი.
4
და უთხრა მათ: ‘წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’ და ისინიც წავიდნენ.
5
კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა.
6
და ბოლოს, გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვებიც მდგარნი და უთხრა მათ: ‘რას დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’
7
უპასუხეს მას: ‘არავინ დაგვიქირავა ჩვენ.’ ეუბნება მათ: ‘წადით ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთ.’
8
როდესაც მოსაღამოვდა, ვენახის პატრონი ეუბნება თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე გასამრჯელო, უკანასკნელიდან პირველამდე.’
9
მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
10
პირველად მოსულებმა იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
11
და როდესაც იგივე მიიღეს, დაიწყეს დრტვინვა მამულის პატრონის მიმართ,
12
და ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე გადავიტანეთ.’
13
მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, მე შენ არ გჩაგრავ. განა დინარად არ გაგირიგდი?
14
აიღე შენი და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15
განა არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’
16
ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან წვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა.“
17
და როდესაც იესო იერუსალიმში ადიოდა, თან გაიყოლა თორმეტნი განმარტოებით და უთხრა მათ გზაში:
18
„აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს გამოუტანენ მას.
19
და გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაამათრახონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.“
20
მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანი სცა და რაღაცას ითხოვდა მისგან.
21
უთხრა მას: „რა გინდა?“ ეუბნება მას: „თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დაჯდეს ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში.“
22
მიუგო იესომ და თქვა: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?“ ეუბნებიან მას: „შეგვიძლია.“
23
ეუბნება მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნება ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ჩემი მამის მიერ.“
24
ეს რომ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე.
25
იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ ხალხზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე,
26
მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს უდიდესი, იყოს თქვენი მსახური.
27
და ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, იყოს თქვენი მონა,
28
ისე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და თავისი სიცოცხლე გასცეს მრავალთა გამოსასყიდად.“
29
და როდესაც იერიქოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას.
30
და, აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, რომ გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძევ!“
31
ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძევ!“
32
და შეჩერდა იესო, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“
33
უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“
34
შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. და მყისვე აეხილათ თვალები და გაჰყვნენ მას.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28