bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 24
Matthew 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 25 →
1
როდესაც გამოვიდა იესო ტაძრიდან, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, და მიუთითეს ტაძრის შენობებზე.
2
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“
3
ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და ამ საუკუნის აღსასრულის ნიშანი?“
4
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5
რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: ‘მე ვარ ქრისტე!’ და მრავალს შეაცდენენ.
6
გაიგებთ ომების შესახებ და ხმებს საომარ ამბებზე. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7
რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობანი, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8
ეს ყველაფერი კი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9
მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებენ ყველა ერები ჩემი სახელის გამო.
10
და მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს.
11
და მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ.
12
და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13
ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება.
14
და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელს ქვეყნიერებას ყველა ერებისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15
ამრიგად, როდესაც იხილავთ გავერანების სიბილწეს, მდგომს წმიდა ადგილზე, წინასწარმეტყველი დანიელის მიერ თქმულს – წამკითხველმა გაიგოს, –
16
მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
17
ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად.
18
ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსის წასაღებად.
19
ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20
ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21
რადგან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სამყაროს დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება.
22
ის დღეები რომ არ შემოკლდეს, ვერა ხორციელი ვერ გადარჩება. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.
23
მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ,’ არ ირწმუნოთ.
24
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25
აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26
თუ გეტყვიან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ირწმუნებთ.
27
რადგან, როგორც ელვა გამოჩნდება ხოლმე აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
28
სადაც არის მძორი, იქ გროვდებიან ორბები.
29
და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და ციური ძალები შეირყევა.
30
და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე, და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, მრავალი ძალითა და დიდებით.
31
და მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორემდე.
32
ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს ისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33
ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი.
34
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35
ცა და დედამიწა გარდავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გარდავლენ.
36
იმ დღეზე და ჟამზე კი არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37
რადგან, როგორც იყო ნოეს დღეებში, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
38
რადგან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში არ შევიდა,
39
და არაფერი იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, – ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
40
მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება;
41
ორნი დაფქვავენ დოლაბზე: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება.
42
ამგვარად, ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43
ეს კი უწყოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ სადარაჯოზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44
ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა კაცის ძე.
45
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა იმათგან, რომლებიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46
ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48
ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: ‘იგვიანებს ჩემი ბატონი,’
49
და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან დაიწყებს ჭამას და სმას,
50
მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ უწყის,
51
და შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. და იქნება იქ გოდება და კბილთა ღრჭენა.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28