bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 3
Matthew 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 4 →
1
იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში,
2
და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“
3
რადგან ეს არის ის, ვისზეც ნათქვამია ესაია წინასწარმეტყველის მიერ: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“
4
თვითონ იოანეს ეცვა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საკვები მისი იყო მკალი და ველური თაფლი.
5
მაშინ გამოდიოდა მასთან იერუსალიმი და მთელი იუდეა, და მთელი იორდანეს მხარე.
6
და ნათელს იღებდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
7
და როდესაც იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გასწავლათ მომავალი რისხვისაგან გაქცევა?
8
შექმენით სინანულის ღირსი ნაყოფი!
9
და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ‘ჩვენი მამა აბრაამია!’ რადგან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.
10
ცული უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.
11
მე წყლით გნათლავთ თქვენ სინანულისთვის. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, მე მისი ფეხსაცმლის ხელში აღების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით.
12
ნიჩაბი მის ხელთაა, ის გაასუფთავებს თავის კალოს, ხორბალს ბეღელში შეკრებს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.“
13
მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო.
14
ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“
15
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე უნდა იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი.
16
ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და, აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.
17
და, აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28