bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 19
Matthew 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 20 →
1
ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა.
2
დიდძალი ხალხი მისდევდა მას და კურნავდა იგი მათ იქ.
3
და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სცდიდდნენ და ეუბნებოდნენ: „დასაშვებია, რომ კაცმა გაუშვას ცოლი რაიმე მიზეზით?“
4
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?“
5
და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთხორცად.
6
ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.“
7
ეუბნებიან მას: „აბა, მოსემ რატომღა დადო მცნებად გაყრის წერილის მიცემა და გაშვება?“
8
ეუბნება მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლის გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ იყო.
9
მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“
10
ეუბნებიან მას მოწაფეები: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ დაქორწინდეს.“
11
უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
12
რადგან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს, და არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.“
13
მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო მათთვის და ელოცა. მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.
14
იესომ თქვა: „მოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, რადგან მათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“
15
და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.
16
და, აჰა, მივიდა მასთან ერთი ვინმე და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“
17
ხოლო მან უთხრა მას: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.“
18
ეუბნება მას: „რომლები?“ იესომ თქვა: „არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ იმოწმო ცრუდ,
19
პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
20
ეუბნება მას ჭაბუკი: „ყოველივე ამას ვიცავდი სიყმაწვილიდან. რაღა მაკლია?“
21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი.“
22
ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23
იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.
24
კიდევ გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სასუფეველში.“
25
ეს რომ მოისმინეს მისმა მოწაფეებმა, ძალიან გაუკვირდათ, და თქვეს: „მაშ, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“
26
შეხედა მათ იესომ და უთხრა: „კაცთათვის ეს შეუძლებელია, ღმერთისათვის კი ყველაფერი შესაძლებელია.“
27
მაშინ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?“
28
იესომ უპასუხა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როდესაც კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად.
29
ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
30
ხოლო მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელი კი – პირველი.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28