bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 6
Matthew 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 7 →
1
ერიდეთ მოწყალების გაღებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან.
2
ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს.
3
შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
4
რათა შენი მოწყალება დაფარულად იყოს და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.
5
და როდესაც ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა დაინახოს ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს.
6
შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ილოცე შენი მამისადმი, რომელიც დაფარულია. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.
7
ხოლო ლოცვის დროს ზედმეტს ნუ იტყვით წარმართებივით, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.
8
ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან თქვენმა მამამ თქვენი საჭიროება თხოვნამდე იცის.
9
თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
10
მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
11
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
12
და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.
13
და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
14
რადგან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15
ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ მოგიტევებთ თქვენი მამა თქვენს შეცოდებებს.
16
ხოლო როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი თვალთმაქცებივით. რადგან ისინი მწუხარე სახეებს იღებენ, რათა ადამიანებს მმარხველებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს.
17
ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი,
18
რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულად მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.
19
ნუ შეკრებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
20
შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი და არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
21
რადგან, სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც.
22
სხეულის სანთელი თვალია. მაშ, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.
23
ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რაოდენიღა იქნება?
24
არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.
25
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სამშვინველისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე?
26
შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?
27
რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?
28
სამოსელზე რაღას ზრუნავთ? დააკვირდით ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29
გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ იყო შემოსილი ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30
თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, განა თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო?
31
ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: ‘რა ვჭამოთ?’ ან: ‘რა ვსვათ?’ ან: ‘რით შევიმოსოთ?’
32
რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი.
33
ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ.
34
ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28