bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 16
Matthew 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 17 →
1
და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვდნენ მას, ეჩვენებინა ნიშანი ციდან.
2
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოს თქვენ ამბობთ: ‘ხვალ მოწმენდილი იქნება, რადგან ცა წითელია;’
3
დილით კი – ‘დღეს გაავდრდება, რადგან ცა წითელი და მოღუშულია.’ ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი – არა.
4
ბოროტი და ორგული თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.“ და დატოვა ისინი და წავიდა.
5
გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.
6
იესომ უთხრა მათ: „ფრთხილად იყავით და მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.“
7
ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: „პური არ წამოგვიღია.“
8
მიხვდა იესო და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედმორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?
9
ნუთუ კიდევ ვერ გაგიათ? აღარ გახსოვთ ის 5 ათასი კაცი და ხუთი პურიდან რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ?
10
აღარც 4 ათასი და შვიდი პურიდან და რამდენი კალათი ნარჩენები აიღეთ?
11
როგორ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“
12
მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
13
ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის საზღვრებში მივიდა, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არის კაცის ძე?“
14
მათ თქვეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.“
15
უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“
16
მიუგო სიმონ-პეტრემ და თქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.“
17
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარი ხარ შენ, სიმონ იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გამოგიცხადა შენ ეს, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ცაშია.
18
და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე (კლდე), და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ვერ დაძლევენ მას ჯოჯოხეთის ბჭენი.
19
მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც.“
20
მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე.
21
მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ვნებულიყო უხუცესებისა, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.
22
ხოლო პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“
23
ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! შენ ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“
24
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
25
რადგან ვისაც სურს თავისი სამშვინველის გადარჩენა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, ის მოიპოვებს მას.
26
რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სამშვინველს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ?
27
რადგან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.
28
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს მომავალს თავისი სუფევით.“
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28