bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 13
Matthew 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 14 →
1
იმავე დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას.
2
და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე რომ იგი ავიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
3
და ბევრს ელაპარაკებოდა მათ იგავებით და უთხრა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4
თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დაეცა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი.
5
ზოგი კლდოვან ნიადაგზე დაეცა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, რადგან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა.
6
მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7
ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი.
8
ზოგი კი კარგ მიწაზე დაეცა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა 60 და ზოგმა 30.
9
ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“
10
მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“
11
მან მიუგო და უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არა აქვთ მიცემული.
12
რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება სიუხვე, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
13
იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერ ხედავენ, მსმენელთ არ ესმით და ვერ ხვდებიან.
14
და სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.
15
რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით ვერ დაინახონ და ყურით ვერ მოისმინონ, გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, და არ განვკურნო ისინი.’
16
ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ.
17
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
18
თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი.
19
ყველასთან, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ იგებს მის მნიშვნელობას, მიდის ბოროტი და სტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი.
20
ხოლო კლდოვანზე დათესილი არის ის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას,
21
მაგრამ არა აქვს ფესვები და ხანმოკლედ რჩება მასში. რაჟამს დადგება გასაჭირი ან დევნა სიტყვის გამო, მაშინვე დაბრკოლდება.
22
ხოლო ეკლებში დათესილი არის ის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ამ ქვეყნის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება.
23
ხოლო კარგ მიწაზე დათესილი არის ის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს.“
24
სხვა იგავი წარუდგინა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
25
მაგრამ როდესაც ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალს შორის ღვარძლი ჩათესა და წავიდა.
26
ხოლო როდესაც ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, მაშინ იჩინა ღვარძლმა თავი.
27
მივიდნენ მონები და უთხრეს ოჯახის უფროსს: ‘ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა გაუჩნდა მას ღვარძი?’
28
მან კი უთხრა მათ: ‘მტერმა კაცმა გააკეთა ეს.’ ხოლო მონებმა უთხრეს მას: ‘გინდა, წავალთ და გავმარგლით?’
29
მან თქვა: ‘არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოძირკვოთ.
30
დააცადეთ, გაიზარდოს ორივე ერთად მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.’“
31
სხვა იგავიც წარუდგინა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღჩაში.
32
იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს.“
33
სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი ჰგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და დაფარა სამ საწყაო ფქვილში, და მთლიანად გაფუვდა.“
34
ყოველივე ამას იესო იგავებით ეუბნებოდა ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა.
35
რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. აღმოვთქვამ, რაც სამყაროს დასაბამიდან დაფარულია.“
36
მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი.“
37
მან მიუგო და უთხრა: „კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა;
38
ყანა ქვეყნიერებაა; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი;
39
მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი; მკა კი არის საუკუნის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან.
40
ამგვარად, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება საუკუნის აღსასრულს.
41
მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სასუფევლიდან ყოველ საცთურსა და ურჯულოების ყველა მოქმედს,
42
და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
43
მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
44
ცათა სასუფეველი ჰგავს ყანაში დაფარულ განძს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, და სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ ყანას.
45
კიდევ: ცათა სასუფეველი ჰგავს მოვაჭრე კაცს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს.
46
ხოლო როდესაც წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და მას შეიძენს.
47
კიდევ: ცათა სასუფეველი ჰგავს ბადეს, ზღვაში გადასროლილს და ყოველგვარი თევზის შემგროვებელს,
48
რომელსაც, როცა ივსება, გამოათრევენ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან.
49
ასე იქნება ამ სოფლის აღსასრულის ჟამს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან.
50
და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
51
გაიგეთ ეს ყოველივე?“ მათ მიუგეს: „დიახ.“
52
მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, ჰგავს ადამიანს – ოჯახის უფროსს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველიც და ახალიც.“
53
და როდესაც დაასრულა იგავები იესომ, გაეცალა იქაურობას.
54
მივიდა თავის მშობლიურ ქალაქში და ასწავლიდა მათს სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და ძალნი?
55
განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
56
განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ეს ყოველივე?“
57
და დაეჭვდნენ მასში. იესომ კი უთხრა მათ: „არსად არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა და საკუთარი სახლისა.“
58
და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28