bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 5
Matthew 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 6 →
1
და როდესაც დაინახა ხალხი, ავიდა მთაზე და დაჯდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.
2
და გახსნა ბაგეები, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3
„ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რადგან მათია ცათა სასუფეველი.
4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან.
5
ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.
6
ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, რადგან ისინი დაპურდებიან.
7
ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულ იქნებიან.
8
ნეტარ არიან გულით წმიდანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის შვილებად იწოდებიან.
10
ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სასუფეველი.
11
ნეტარნი ხართ თქვენ, როდესაც გგმობენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტს ამბობენ თქვენზე ჩემს გამო.
12
იხარეთ და ილხინეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე ადრე იყვნენ.
13
თქვენ ხართ მარილი მიწისა. ხოლო თუ მარილი გამოიფიტა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაიყაროს კაცთაგან გასათელად.
14
თქვენ ხართ ქვეყნიერების ნათელი. ვერ დაიმალება მთაზე გაშენებული ქალაქი.
15
არავინ ანთებს სანთელს, რათა ჭურჭლის ქვეშ შედგას, არამედ დგამს სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.
16
ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
17
არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ – აღსასრულებლად.
18
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გარდავლენ, რჯულის არც ერთი იოტა ან არც ერთი წერტილი არ გარდავა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
19
ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.
20
რადგან, გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
21
თქვენ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ მოკლა!’ ვინც მოკლავს, სასჯელის თანამდები იქნება.
22
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: ‘რაკა,’ სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
23
ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ,
24
დატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, და მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი.
25
შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.
26
ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გადაიხდი უკანასკნელ კოდრანტს.
27
გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’
28
მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29
თუ შენი მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
30
თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
31
ნათქვამი იყო: ‘ვინც ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.’
32
მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, მრუშად აქცევს მას. და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33
კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისათვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’
34
მე კი გეუბნებით თქვენ: სრულებით არ დაიფიცოთ! არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი.
35
არც დედამიწა, რადგან მის ფეხთა კვარცხლბეკია. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია.
36
არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია.
37
არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო, არა, არა, ხოლო რაც ამაზე მეტია, ბოროტისგანაა.
38
გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’
39
მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40
ვინც მოისურვებს შენთან დავას და შენი პერანგის წაღებას, მოსასხამიც გაატანე.
41
ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
42
ვინც გთხოვს, მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43
გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’
44
მე კი გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.
45
რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.
46
რადგან, თუ თქვენს მოყვარულებს შეიყვარებთ, რა საზღაური გექნებათ? განა მებაჟენიც ასევე არ იქცევიან?
47
და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48
მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28