bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 12
Matthew 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 13 →
1
იმ დროს, შაბათ დღეს, მიდიოდა იესო ყანებზე. მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.
2
ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები აკეთებენ, რის გაკეთებაც არ ეგების შაბათს.“
3
მან კი უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდა მას და მასთან მყოფთ?
4
როგორ შევიდა ღმერთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მასთან მყოფთ, არამედ მხოლოდ მღვდლებს?
5
ანდა არ წაგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი არიან?
6
გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, რაც ტაძარზე უმეტესია.
7
რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,’ მაშინ აღარ განიკითხავდით უდანაშაულოებს.
8
რადგან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“
9
და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში.
10
და, აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება შაბათს განკურნება?“
11
ხოლო მან უთხრა მათ: „ვინ არის თქვენს შორის ისეთი, რომელსაც ერთი ცხვარი ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, ხელი არ ჩაავლოს და არ ამოიყვანოს?
12
ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამგვარად, შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.“
13
მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.
14
ფარისეველნი კი გამოვიდნენ და დაიწყეს თათბირი მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
15
ხოლო იესომ შეიტყო ეს და გაეცალა იქაურობას. და დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა,
16
და აუკრძალა მათ მისი გაცხადება.
17
რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18
„აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სამშვინველმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამსჯავროს წარმართებს.
19
არ იდავებს და არც იყვირებს, და არც ქუჩებში გაიგონებენ მის ხმას.
20
დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს
21
და მის სახელს მიენდობიან წარმართნი.“
22
მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯმა დაინახა და ალაპარაკდა.
23
და გაკვირვებული იყო მთელი ხალხი და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“
24
ხოლო ეს რომ ფარისევლებმა გაიგეს, თქვეს: „ნამდვილად ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის, ძალით განდევნის ეშმაკებს.“
25
იესო მიხვდა მათ ფიქრებს და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გათიშული, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაითიშება თავის თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს.
26
და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გათიშულა და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
27
თუ მე ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვისით განდევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
28
ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.
29
ანდა, განა შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ქონება, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს.
30
ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ კრებს, ის ფანტავს.
31
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
32
ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. ხოლო თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება მას არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
33
ან კეთილი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც კეთილი იქნება, ან ცუდი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც ცუდი იქნება. რადგან ხე ნაყოფით იცნობა.
34
იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როდესაც ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.
35
კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან გამოაქვს სიკეთე, ბოროტ კაცს კი ბოროტი საგანძურიდან გამოაქვს ბოროტება.
36
გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ სამსჯავროს დღეს.
37
რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განისჯები.“
38
მაშინ უთხრა მას ზოგიერთმა მწიგნობართა და ფარისეველთაგან: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.“
39
ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ბოროტი და მოღალატე თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
40
რადგან, როგორც იონა იყო ვეშაპის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში.
41
ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ იონაზე მეტია.
42
სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან და მსჯავრს დასდებს მას, რადგან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე მეტია.
43
როდესაც უწმიდური სული გამოდის ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს.
44
მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’ და როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,
45
მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უფრო ბოროტს და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც.“
46
როდესაც ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა ხალხს, აჰა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელთაც ლაპარაკი სურდათ მასთან.
47
უთხრა მას ვიღაცამ: „აჰა, შენი დედა და შენი ძმები დგანან გარეთ და შენთან ლაპარაკი სურთ.“
48
მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის ჩემი დედა და ვინ არიან ჩემი ძმები?“
49
და გაიწოდა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები;
50
რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28