bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Matthew 28
Matthew 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
1
შაბათის გასულს, ერთშაბათის განთიადისას, მივიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი.
2
და, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა; უფლის ანგელოზი გადმოვიდა ციდან, მივიდა, გადააგორა ლოდი და ზედ დაჯდა.
3
მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი სამოსი – თოვლივით სპეტაკი.
4
მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.
5
მიუგო ანგელოზმა და უთხრა ქალებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.“
6
აქ არ არის, აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა.
7
და სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და, აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.
8
და სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის.
9
და, აჰა, იესო შემოხვდა მათ და უთხრა: „გიხაროდეთ!“ ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.
10
მაშინ ეუბნება მათ იესო: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ.“
11
და როდესაც ისინი მიდიოდნენ, აჰა, დარაჯთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა.
12
და შეიკრიბნენ ისინი უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს
13
და უთხრეს: „თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა თქვენ გეძინათ.
14
და თუ ამას გამგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“
15
მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.
16
ხოლო 11 მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელზედაც იესომ მიუთითა მათ.
17
და ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგი კი ეჭვობდა.
18
და მივიდა იესო, დაელაპარაკა მათ და უთხრა: „მე მომეცა მთელი ხელმწიფება ცაში და მიწაზე.
19
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.
20
ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და, აჰა, მე თქვენთან ვარ მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე.“
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28