bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 1
Acts 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 2 →
1
ჩემი პირველი წიგნი, თეოფილე, შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რასაც აკეთებდა და ასწავლიდა იესო თავიდან
2
იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა. იგი სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია
3
და რომელთაც ცოცხლად წარუდგინა თავი თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღმერთის სასუფეველზე.
4
და სანამ მათთან იყო, უბრძანა მათ, არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, – „როგორც ჩემგან მოისმინეთ,“ თქვა მან –
5
„რადგან იოანე ნათელს სცემდა წყლით, თქვენ კი ნათელს მიიღებთ სულიწმიდით, არცთუ მრავალი დღის შემდეგ.“
6
ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „უფალო, ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“
7
უთხრა მათ: „თქვენი საცოდნელი არ არის დროები ან ვადები, რომლებიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.
8
მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“
9
ეს თქვა და სანამ ისინი უყურებდნენ მას, იწყო ცად ამაღლება და ღრუბელმა მოაფარა ის მათ თვალს.
10
და როდესაც ისინი იყურებოდნენ ცისკენ, სადაც აღვიდა იგი, აჰა, წარუდგა მათ თეთრებში მოსილი ორი კაცი,
11
და უთხრეს: „გალილეველო კაცნო, რატომ დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც ამაღლდა თქვენგან ზეცად, კვლავ იმგვარადვე მოვა, როგორც ზეცად მიმავალი იხილეთ.“
12
მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზაზე.
13
და როდესაც მივიდნენ, ავიდნენ ზედა სართულზე, სადაც ცხოვრობდნენ ისინი: პეტრე და იოანე და იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა.
14
ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასთან, და მის ძმებთან ერთად.
15
იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა იმ ადგილას ასოცამდე კაცი) და თქვა:
16
„ძმებო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, ის, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდაზე, რომელიც წარუძღვა იესოს შემპყრობლებს;
17
ის ჩვენ შორის ირიცხებოდა და წილად ჰქონდა ეს სამსახური.
18
მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად. გასივდა და შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა.
19
ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის. ასე რომ, მათ საკუთარ ენაზე უწოდეს იმ მიწას ჰაკელდამა ანუ სისხლის მიწა.
20
რადგან ფსალმუნთა წიგნში წერია: ‘უდაბნოდ იქცეს მისი სახლ-კარი და ნუ იქნება მასში მკვიდრი’ და ‘მისი სამსახური სხვამ მიიღოს’.
21
ამგვარად, დაე, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როდესაც ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,
22
იოანესგან ნათლისღებიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მაუწყებელი.“
23
და დააყენეს ორი: იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეერქვა და მათიასი.
24
ილოცეს და თქვეს: „შენ, უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე,
25
რათა მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო.“
26
და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიასს, და მიეთვალა ის თერთმეტ მოციქულს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28