bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Acts 16
Acts 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 17 →
1
ჩავიდა დერბეშიც და ლისტრაშიც. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი,
2
ვისზეც მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.
3
პავლემ მოისურვა მასთან ერთად წასვლა. წაიყვანა, და წინადაცვითა იუდეველთა გამო, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
4
ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
5
ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
6
გაიარეს მათ ფრიგია და გალატელთა ქვეყანა, ხოლო სულიწმიდისგან აეკრძალათ სიტყვის ქადაგება ასიაში.
7
როდესაც მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, იესოს სულმა არ გაუშვა ისინი.
8
გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ.
9
იმ ღამით პავლეს ჩვენება ჰქონდა: იდგა ვიღაც მაკედონიელი კაცი, ევედრებოდა მას და ამბობდა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე.“
10
ჩვენება რომ იხილა, მაშინვე ვცადეთ მაკედონიაში წავსულიყავით. დარწმუნებული ვიყავით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა გვეხარებინა მათთვის.
11
გავცურეთ ტროადან და გეზი ავიღეთ სამოთრაკესაკენ, ხოლო მეორე დღეს – ნეაპოლისისკენ,
12
იქიდან ფილიპესკენ, რომელიც მაკედონიის მთავარი ნაწილის ქალაქია – რომის კოლონია. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
13
შაბათ დღეს გავედით კარიბჭის გარეთ, მდინარესთან, სადაც სალოცავი გვეგულებოდა და დავსხედით და ველაპარაკებოდით იქ შეკრებილ ქალებს.
14
ერთი ღვთის მოშიში ქალი, სახელად ლიდია, რომელიც ძოწეულით ვაჭრობდა ქალაქ თიატირაში, ისმენდა და უფალმა გაუხსნა გული პავლეს ლაპარაკის მოსასმენად.
15
და როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, მიგვიწვია და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია.
16
როდესაც სალოცავში მივდიოდით, შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც წინასწარმეტყველების სული ჰქონდა და თავისი მკითხაობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
17
იგი აგვედევნა პავლეს და ჩვენ, ყვიროდა და ამბობდა: „ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენ ხსნის გზას!“
18
ასე აკეთებდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა სულს და უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ და იმწამსვე გამოვიდა.
19
დაინახეს მისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მთავრებთან წაათრიეს მოედანზე.
20
მთავრებთან რომ მიიყვანეს, უთხრეს: „ეს კაცები აშფოთებენ ჩვენს ქალაქს, იუდეველები არიან
21
და ასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ.“
22
და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, ხოლო მთავრებმა მოსასხამები შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
23
მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
24
ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი ყველაზე დაცულ საპყრობილეში და ფეხები ხუნდებში გააყრევინა.
25
შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს, პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26
უეცრად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ სატუსაღოს საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასძვრა ბორკილები.
27
გამოეღვიძა მცველს და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გამექცნენო.
28
პავლემ გამოსძახა ხმამაღლა და უთხრა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან ჩვენ ყველანი აქა ვართ.“
29
მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
30
გარეთ გაიყვანა ისინი და უთხრა: „ბატონებო, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“
31
ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და შენი სახლიც.“
32
და უქადაგეს ღმერთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს.
33
და ღამის იმავე საათში წაიყვანა მან ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
34
მიიყვანა ისინი თავის სახლში, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ იწამა ღმერთი.
35
დღე რომ დადგა, მთავრებმა გაუგზავნეს მსახურნი და უთხრეს: „გაუშვი ის კაცები.“
36
შეატყობინა საპყრობილის მცველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.“
37
მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.“
38
მოახსენეს მსახურებმა მთავრებს ეს სიტყვები. ხოლო მათ შეეშინდათ, როდესაც გაიგეს, რომ რომაელნი ყოფილან.
39
მივიდნენ, ანუგეშეს, გამოიყვანეს საპყრობილიდან და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.
40
გამოვიდნენ საპატიმროდან და მივიდნენ ლიდიასთან, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და წავიდნენ.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28